კომპიუტერები და პროგრამები რატომ არ არის კლავიატურაზე ასოები ანბანის მიხედვით განლაგებული - ის, რაც შეცდომით იცოდით 2017, 27 ნოემბერი, 18:05 დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ არ არის კომპიუტერის კლავიატურაზე ასოები ანბანური თანმიმდევრობით განლაგებული? ბევრი ფოქრობს რომ ცენტრში განლაგებულია ის სიმბოლოები, რომლებიც ყველაზე ხშრად გამოიყენება, მაგრამ ასე არ არის. კომპიუტერის კლავიატურაზე ასოების განლაგება უკავშირდება XIX ს-ში საბეჭდი მანქანის გამოჩენას. საბეჭდი მანქანა Smith Premier, რომელიც იწარმოებოდა XIX საუკუნის ბოლოს. ელექტრონული საბეჭდი მაქანა IBM Selectric, 1961 ამგვარი მანქანის მუშაობის პრინციპი მარტივი იყო. ასოს შესაბამის კლავიშზე თითის დაჭერით მოქმედებაში მოდიოდა ჩაქუჩის მსგავსი ბერკეტი, რომლის ზედაპირზეც აღნიშნული ასოს ყალიბი იყო ამოტვიფრული. იგი არტყამდა მელნით გაჟღენთილ ლენტზე, რომელიც ბერკეტის ზედაპირსა და ქაღალდის ფურცელს შორის მდებარეობდა და ამგვარად, ანაბეჭდს ტოვებდა ფურცელზე. პირველ საბეჭდ მანქანაზე, რომელიც კრისტოფერ შოულსმა გამოიგონა, კლავიშებზე ასოები ანბანური თანმიმდევრობით იყო განლაგებული, ორ რიგად. ბეჭდვა შესაძლებელი იყო მხოლოდ მაღალი რეგისტრის ასოებით, ციფრები 1 და 0 კი საერთოდ არ არსებობდა და მათ წარმატებით ცვლიდა "I" და "O" ასოები. თავიდან ეს პრობლემას არავის უქმნიდა. მაგრამ დროთა განმავლობაში, ბეჭდვის სისწრაფე სულ უფრო გაიზარდა და მსგავს მანქანებზე მბეჭდავებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ: ზოგიერთი ჩაქუჩი ვერ ასწრებდა გამოყენების შემდეგ ადგილზე დაბრუნებას და გამუდმებით ერთმანეთში იჭედებოდა. მათი განცალკევების მცდელობა ხშირად საბეჭდი მანქანის გაფუჭებითაც მთავრდებოდა. ეს მოხდა იმის გამო, რომ ინგლისურ ანბანში ძალიან ბევრი ისეთი ასოა, რომლებიც ანბანშიც ერთმანეთს მოსდევს და სიტყვებშიც ხშირად გამოიყენება ერთად (მაგალითად, p-r, n-o). შედეგად, მეზობელ კლავიშებზე ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა დაჭერა, რაც იწვევდა ჩაქუჩების ერთმანეთზე გამოდებას და გაჭედვას. მაშინ, საბეჭდი მანქანების მწარმოებლებმა შეიმუშავეს კლავიატურა, რომელზეც ხშირად გამოყენებული ასოები საჩვენებელი თითისგან შორს იყო განლაგებული (ბეჭდვის ათ თითიანი, ე.წ. "ბრმა"მეთოდის გამოგონებამდე ამ მიზნით ძირითადად საჩვენებელ თითს იყენებდნენ). ასე გაჩნდა კლავიატურის ცნობილი განლაგება QWERTY (სახელწოდება მომდინარეობს კლავიატურის ზედა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ მოთავსებული ასოებიდან), რომელიც დღემდე გამოიყენება. მართალია, კომპიუტერის გამოგონების შემდეგ ბერკეტების გაჭედვის პრობლემა აღარ არსებობდა, მაგრამ სიმბოლოების განლაგება მაინც იგივე დარჩა. QWERTY კლავიატურა ბევრი მიიჩნევს, რომ QWERTY კლავიატურაზე ასოების განლაგება არც თუ ისე რაციონალურია და გაცილებით მოსახერხებელია ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის, არტურ ვორაკის მიერ გაოგონებული თანმიმდევრობა. მასში ყველაზე ხშირად გამოყენებული ასოები განლაგებულია შუა და ზედა რიგებში. შუა რიგში, მარცხენა ხელის მხარეს განთავსებულია ხმოვნები, მარჯვენა ხელის მხარეს კი ყველაზე ხშირად გამოყენებული თანხმოვნები. დვორაკის კლავიატურა ამგვარად, ხელის თითებზე დატვირთვა უფრო დაბალანსებულია. სტატისტიკურად ეს განსხვავება შემდეგნაირად გამოიყურება: 8 საათიანი სამუშაო დღის მანძილზე მბეჭდავის თითები დვორაკის კლავიატურაზე დაახლოებით 2 კმ-ის ტოლ მანძილზს გადიან, ხოლო ტრადიციულ QWERTY კლავიატურაზე ეს მაჩვენებელი 7 კმ-ს აღწევს. შესაბამისად, დვორაკის კლავიატურაზე ბეჭდვის სიჩქარეც ორჯერ მეტია. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ მივიღოთ უფასო მობილური ინტერნეტი - მეთოდი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2. იცით რა განსხვავებაა ამ "შტეფსელებს" შორის? - ეს უნდა გაითვალისწინოთ! 3. იცოდით რისთვის გამოიყენება კავიატურაზე ეს კლავიში? - ეს ძალიან დაგეხმარებათ! 4. როგორ გავიგოთ ვინ იყენებს ჩვენს WI-FI-ს - ეს ბევრმა არ იცის! 5. რატომ არის საჭირო ლეპტოპის კამერაზე ქაღალდის მიკვრა - გაითვალისწინეთ! 6. რატომ არის სკოლის დაფა მწვანე ფერის - დაფიქრებულხართ? 7. მოამზადეთ კლავიატურისა და ტელეფონის წელვადი საწმენდი - იდეალური საშუალება! 2252 13-ს მოსწონს
|