x
image
natia.a
როგორ მივიღოთ უფასო მობილური ინტერნეტი - მეთოდი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა
image

"უფასო ინტერნეტი ნებისმიერი სიმ-ბარათზე!" - ამგვარი სახელწოდებით ვიდეორგოლები ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა და ათასობით ნახვას აგროვებს. ავტორების თქმით, "სიმ-ბარათის ჩადება შეიძლება ტელეფონში ან პლანშეტში და უფასო ინტერნეტით სარგებლობას შეძლებთ, უარყოფითი ბალანსის შემთხვევაშიც კი!".


image

ვიდეოების ავტორებს თუ დავუჯერებთ, მთავარი საიდუმლო იმალება სიმ-ბარათის კონტაქტებში. ერთი მათგანი მობილურ ქსელთან არის დაკავშირებული ანუ იჭერს სიგნალს, მეორე - სმს შეტყობინებებს უკავშირდება, მესამე - სატელეფონო წიგნს, დანარჩენი ორი კი - "პლუს-მინუსია". "ჩვენ კი გვაინტერესებს მარჯვენა ზედა კონტაქტი, - ამტკიცებს ავტორი. - სწორედ იგი აგებს პასუხს ჩვენს ანგარიშზე არსებულ ბალანსზე."


image

იმისათვის, რომ უფასო ინტერნეტი მივიღოთ, საკმარისია აღნიშნული კონტაქტი დავფაროთ მარკერით. ამისათვის ჯერ დანით ოდნავ უნდა ავფხიკოთ დამცავი საფარი, რომლითაც კონტაქტია დაფარული, შემდეგ შავი მარკერით ფრთხილად და სრულად შევღებოთ აღნიშნული კონტაქტი. შედეგად, ტელეფონი ვეღარ ამოიცნობს სიმ-ბარათის ამ ზონას და მიიღებთ წვდომას უფასო ინტერნეტზე - ასეთია ვიდეორგოლის ავტორის ვერსია.


იხილეთ ვიდეორგოლი, რომელზეც მეთოდი დეტალურადაა აღწერილი:





აღნიშნული მეთოდის ამსახველ ვიდეოებზე უამრავი კომენტარი დაიწერა. ზოგი ამტკიცებს, რომ მეთოდმა გაამართლა, თუმცა უმეტესობა აღნიშნულ მეთოდს აბსურდულს, მის ავტორებს კი მატყუარებს უწოდებს.

"გარწმუნებთ, რომ კონტაქტის შეღებვით სიმ-ბარათზე უფასო ინტერნეტის მიღება შეუძლებელია", - ამბობს "მითის ერთ-ერთი დამანგრეველი". "სიმ ბარათზე არსებულ კონატაქტებს სულ სხვა დანიშნულება აქვს" - გვიხსნის იგი: სიმ-ბარათთა უმრავლესობაში სტანდარტულად გათვალისწინებულია 8 კონტაქტი, თუმცა ხშირად ეს რიცხვი 6-მდე მცირდება.


ამ კონტაქტებიდან თითოეული სხვადასხვა ფუნქციაზე აგებს პასუხს:


image

С1 — კვება;
С2 — ბარათის მართვა;
С3 — საათის სიხშირე;
C5 — დამიწება;
С6 — მომსახურების ინფორმაციის ჩაწერა;
C7 — შეყვანა/გამოყვანის ინტერფეისის ხაზი.


"ცალკე კონტაქტი, რომელიც ინტერნეტთან ან უფასო მობილურ კავშირთან იქნება დაკავშირებული, არ არსებობს", - ხაზს უსვამს "მითის დამანგრეველი" ვიდეორგოლის ავტორი და გვირჩევს არ დავუჯეროთ თაღლითებს.


იხილეთ "მითის დამანგრეველი" ერთ-ერთი ვიდეორგოლი:


პ.ს. აღნიშნული მეთოდი ჩვენ მიერ შემოწმებული არ არის, შესაბამისად, ვერ ვიტყვით რეალურად მოქმედებს თუ არა. თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სიმ ბარათის დაზიანების შანსი ძალიან დიდია. ასე რომ, სანამ ვიდეორგოლებს დაუჯერებთ და ამ მეთოდს გამოცდით, კარგად დაფიქრდით!




ასევე დაგაინტერესებთ:


10 ხერხი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ტელეფონი რამდენიმე დღე არ დატენოთimage


რატომ არის Apple-ის ლოგოტიპი ჩაკბეჩილი ვაშლი - ცრემლნარევი უცნობი ისტორიაimage


იცით რა განსხვავებაა ამ "შტეფსელებს" შორის? - ეს უნდა გაითვალისწინოთ!image

იცოდით რისთვის გამოიყენება კავიატურაზე ეს კლავიში? - ეს ძალიან დაგეხმარებათ!image


როგორ გავიგოთ ვინ იყენებს ჩვენს WI-FI-ს - ეს ბევრმა არ იცის!image


რისთვის არის ლეპტოპის დამტენზე ეს პატარა ცილინდრი - ეს ბევრმა არ იცის!image


როგორ დავიცვათ სიცივეში მანქანის მინები დაორთქვლისგან - 7 უმარტივესი ხერხიimage

0
753
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0