x
image
natia.a
10 ხერხი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ტელეფონი რამდენიმე დღე არ დატენოთ
image

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია მობილური ტელეფონის გარეშე: კომუნიკაცია, სამუშაო, წიგნები, მუსიკა, თამაშები, ინტერნეტი, ფილმებიც კი... ყველაფერი ერთ სმარტფონში. მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს და აპარატსაც ხშირად სჭირდება დამუხტვა. სმარტფონის აკუმულატორი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ერთი დღე ძლებს.


გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემტხვევაშიც ტელეფონის აკუმულატორი მუხტს გაცილებით მეტ ხანს შეინარჩუნებს.


1. გაწმინდეთ ხოლმე დამტენის პორტი



image


შეიძლება თავად ტელეფონს, განსაკუთრებით კი მის ეკრანს ხშირად წმენდთ, მაგრამ აუცილებელია ასევე დასამუხტი ბუდის გაწმენდაც. ამ ადგილში, როგორც წესი, დიდი რაოდენობით მტვერი და ჭუჭყი გროვდება. წმენდისთვის გამოიყენეთ კბილის ან ბამბის ჩხირი.


2. ნუ დააყენებთ ნათელი ფერის ფონებს


ნათელი, სხვადასხვა ფერის ფონები ხელს უწყობს მუხტის "დაკარგვას". ამიტომ უმჯობესია ფონად შავ-თეთრი სურათის გამოყენება, რითაც გაცილებით შემცირდება ენერგომოხმარება.

3. ნუ ატარებთ ტელეფონს ხელში


image
ცხელ ამინდებში შეეცადეთ ტელეფონი ხელში არ ატაროთ. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სმარტფონი ხურდება, ამას ემატება თქვენი ხელების სითბოც, რაც ელემენტს უფრო მეტად ახურებს და ენერგიაც იკლებს.

4. ნუ ჩართავთ ეკრანის ავტომატურ ბრუნვას


გამორთეთ ფუნქცია "ეკრანის ავტომატური ბრუნვა" და ჩართეთ იგი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ამ ფუნქციაზე პასუხისმგებელია აქსელერომეტრი - სპეციალური სენსორი, რომელიც მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.


5. გამორთეთ ფონურ რეჟიმში მომუშავე პროგრამები


image

სოციალური ქსელისა სხვა პროგრამების გამოყენების შემდეგ მომხმარებლები ხშირად მათ მხოლოდ ჩაკეცავენ ხოლმე და არ ხურავენ. ასე პროგრამა აგრძელებს ფონურ რეჟიმში მუშაობას და ენერგიის მოხმარებას. ამიტომ, პერიოდულად მაინც გადაამოწმეთ ხოლმე და დახურეთ ყველა გახსნილი ფანჯარა.

6. არ დააყენოთ ეკრანი მაქსიმალურ სიკაშკაშეზე


შენობაში ყოფნისას დაუწიეთ ეკრანის განათებას თუნდაც 30–40 %-ით. ჩვეულებრივ, ამგვარი განათება სრულიად საკმარისია ეკრანზე ასახული ინფორმაციის დასანახად. თან ამ ხერხით საგრძნობლად შეამცირებთ ენერგიის მოხმარებას.


არც შენობის გარეთ ღირს ეკრანის განათების მაქსიმალურ ნიშნულამდე აწევა. უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური ფუნქცია "ქუჩაში": იგი საშუალებას მოგცემთ ნორმალურად დაინახოთ ეკრანი მზეშიც კი, თან ავტომატურად გამოირთვება 15 წუთში.



7. ნუ ჩართავთ ოპციას "ზარი ვიბრირებით"

image

ოპქცია "ზარი ვიბრირებით" ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. ამიტომ შეეცადეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოთ. სხვა დროს კი გამოიყენეთ ხმოვანი ზარი.


8. გამოიყენეთ ავტომატური დაბლოკვა


აირჩიეთ ბლოკირებისთვის მინიმალური დრო და დააყენეთ ეკრანის ავტომატური დაბლოკვა. ასე ელემენტი ნაკლებად დაიცლება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეკრანის დაბლოკვა დაგავიწყდებათ, ტელეფონი ამას თავად გააკეთებს.

9. გამორთეთ GPS, Bluetooth და Wi-Fi


image
ჩართული GPS-ნავიგატორი, Bluetooth და Wi-Fi ხელს უწყობს ელემენტის სწრაფად დაცლას. ამიტომ, თუ კონკრეტულ მომენტში მოცემული ფუნქციებით არ სარგებლობთ, უმჯობესია გამორთოთ.


10. გამორთეთ ხოლმე ტელეფონი


იმისათვის, რომ აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, გამორთეთ ხოლმე სმარტფონი ღამით. ამ ხნის მანძილზე ელემენტი გაგრილდება და შემდგომ მუშაობაში ხარვეზებსაც თავიდან აიცილებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ მოვიქცეთ თუ ბანკომატმა ფული "ჩაგვიყლაპა" - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


2. რატომ არის Apple-ის ლოგოტიპი ჩაკბეჩილი ვაშლი - ცრემლნარევი უცნობი ისტორია

image


3. იცით რა განსხვავებაა ამ "შტეფსელებს" შორის? - ეს უნდა გაითვალისწინოთ!

image


4. პატარა საიდუმლო, რომელიც ტელეფონზე ნაკაწრების მოცილებაში დაგეხმარებათ - ეს ბევრმა არ იცის!

image


5. შეცდომები, რომლებსაც ტელეფონის დატენვისას ვუშვებთ - ეს აზიანებს ტელეფონს!

image


6. გაფრთხილდით! - 5 რამ, რაც Facebook-მა თქვენს შესახებ იცის

image


7. 7 ექსპერიმენტი, რომელიც დაგვანახვებს, რა ცოტა რამ ვიცით საკუთარ თავზე

image



0
1028
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1028
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0