x
image
natia.a
პატარა საიდუმლო, რომელიც ტელეფონზე ნაკაწრების მოცილებაში დაგეხმარებათ - ეს ბევრმა არ იცის!
image

თანამედროვე გაჯეტებზე ბზარების გაჩენის თავიდან აცილება, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ხერხდება. ახლად შეძენილი აპარატის ეკრანი თავიდან კი უნაკლოა, მაგრამ სულ მალე ნაფხაჭნებითა და ბზარებით იფარება, რაც მფლობელების გულისწყვეტას იწვევს.


თუმცა არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებსაც შეუძლია ეკრანის ნაფხაჭნებისგან გადარჩენა. სწორედ მათზე ვისაუბრებთ ქვემოთ.


როგორ მოვაშოროთ ეკრანიდან ნაფხაჭნები



1. კბილის პასტა


image

ნაფხაჭნების მოშორების პირველ საშუალებას თქვენსავე სააბაზანოში იპოვით. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ნორმალური კბილის პასტა იყოს და არა გელის საფუძველზე დამზადებული. მისი გამოყენება კი შემდეგნაირად შეგიძლიათ:

1. დაიტანეთ მცირე რაოდენობით პასტა ბამბის ტამპონზე ან სუფთა რბილ ქსოვილზე.

2. წრიული მოძრაობით ფრთხილად შევაზილოთ პასტა ეკრანის გაფხაჭნილ ადგილზე.

3. შემდეგ გავწმინდოთ ეკრანი ოდნავ დასველებული ქსოვილით, რათა მოშორდეს ზედმეტი პასტა.


2. მანქანაზე ნაკაწრების მოსაშორებელი საშუალება


image

მანქანის ზედაპირზე ნაფხაჭნების მოსაშორებელმა კრემებმა, როგორიცაა Turtle Wax, 3M Scratch и Swirl Remover, შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს ან საერთოდ მოაშორის ნაკაწრები. უბრალოდ დაიტანეთ კრემი სუფთა, რბილ ქსოვილზე და გაწმინდეთ ეკრანი ნაზი, წრიული მოძრაობებით.


3. ზუმფარის ქაღალდი (შკურკა)


image

შეიძლება მოულოდნელად ჟღერდეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ უნდა გამოიყენოთ ყველაზე წმინდა ზუმფარა, რაც კი არსებობს. ეს მეთოდი, ცხადია, გარკვეულწილად სარისკოც შეიძლება იყოს, ამიტომ, სანამ ტელეფონის დამუშავებას დაიწყებთ, უმჯობესია გაივარჯიშოთ მსგავს ზედაპირზე მუშაობაში.


4. საკვები სოდა


image

შეურიეთ ორი წილი სოდა ერთ წილ წყალში. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან პასტას არ მიიღებთ. დაიტანეთ მიღებული მასა სუფთა რბილ ქსოვილზე და წრიული მოძრაობებით ნაზად გაწმინდეთ ეკრანზე გაფხაჭნილი ადგილები. შემდეგ კი ოდნავ დასველებული ქსოვილით მოაშორეთ სოდის ნარჩენები.


5. საბავშვო პუდრი


image

საბავშვო პუდრში (ტალკი) წყლის დამატებით შეგიძლიათ მიიღოთ ისევ პასტისებური მასა, რომელიც გამოგადგებათ ეკრანზე ნაფხაჭნების მოშორებაში. მისი გამოყენება ზუსტად ისე ხდება, როგორც წინა პუნქტშია აღწერილი.


6. მცენარეული ზეთი


image


ძალიან მცირე ნაფხაჭნების მოსაშორებლად დროებით საშუალებად კარგად მუშაობს მცენარეული ზეთი. ხმარებაში გაცვეთილ ეკრანზე ზეთის ერთი წვეთის შეზელამ შესაძლოა გარკვეული პერიოდით დაუბრუნოს მას ძველი ბზინვარება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. არასოდეს ატაროთ ტელეფონი ასე! - წარმოუდგენელი საფრთხე, რომელიც ბევრმა არ იცის!

image

2. როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელს და ავეჯს - განაახლეთ საყვარელი ნივთები!

image

3. პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

4. იცით რას ნიშნავს პროდუქტებზე ეს ნიშანი? - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image

5. შეცდომები, რომლებსაც ლეპტოპის დატენვისას ვუშვებთ - ეს აზიანებს ელემენტს!

image

0
1191
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0