x
image
მოზამბიკელი
"ზოგადი წარმოდგენა მაინც შეიძლება შეგექმნათ რა ხდება სამაჩაბლოში.... "-დავით ქაცარავა
მსახიობი და სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძვნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში საოკუპაციო ხაზთან მოხალისეების მხრიდან პატრულირების 100 დღის შედეგს აჯამებს და წერს:

image

"3თვის წინ, 25 ივლისს დაიწყო ანტისაოკუპაციო მოძრაობა...
დღეს კი 1 ნოემბერია. 100 უწყვეტი დღე გავიდა მას მერე რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ს წევრები ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს....ჩვენ აქ ვართ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ნიგოზასა და ყარაფილაში, ხურვალეთსა და ერგნეთში, ფრისის და ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიებზე, ცხინვალის სუნთქვას ვუსმენთ....ვცდილობთ რუს ოკუპანტებს არ მივცეთ საშუალება თავისუფლად, შეუმჩნევლად გადაადგილდნენ, ვაფიქსირებთ მათ მზადებას და ვტეხავთ განგაშს მათი პროვოკაციული მოქმედებების დროს...
არიან ადამიანები რომლებიც ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას, ალბათ რომ დავნებდეთ და შევწყვიტოთ ჩვენი სადამკვირვებლო მისია, გაუხარდებათ....ამ ამბით ვერ გაგახარებთ...უბრალოდ ვისურვებდი ერთ დღეს ყველა ერთად, კრიტიკოსი და მხარდამჭერი, ნეიტრალური და გულანთებული, ყველა ერთად დავმდგარიყავით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად!!!
ძალიან მჯერა რომ ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!!!არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ!!!ყველას გპირდებით რომ ჩვენი გუნდი იბრძოლებს ბოლომდე!!!!
ჩვენ გაგვეხარდება ნებისმიერი ადამიანის შემოერთება ამ ომში და ჩვენ გვჭირდებით!!!ჩვენ ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს და ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს!!!!
დიდი მადლობა უკლებლივ ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ომში იღებს მონაწილეობას ველზე გამოსვლით, ფინანსურად, მხარდამჭერი კომენტარით თუ ნებისმიერი სხვა სახით!!
ეს 100 დღე ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა, თუმცა ეს მხოლოდ იმ დიდი და რთული ომის დასაწყისია, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს!გამარჯვება კი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაა!!!!
ჩვენ გავიღვიძეთ და აღარ ვაპირებთ ძილს!!!
ამ პოსტში მოვახერხე ჩვენს მიერ 100 დღის განმავლობაში მოგროვებული მასალის მხოლოდ მწირი ნაწილის ატვირთვა...მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაინც შეიძლება შეგექმნათ რა ხდება სამაჩაბლოში....
ძალა ერთობაშია!!!"-წერს ქაცარავა.


p.s

ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ხალხი საქართველოს დეოკუპაციას საფუძველს უყრის და მათ არა მხოლოდ ჩვენგან შექება სჭირდებათ, არამედ თანადგომაც. საქართველო ყველა ჩვენგანს თანაბრად გვეკუთვნის და მთერი რიგი პრობლემების ფონზე, ქვეყანაში უპირველესი პრობლემა, რომელიც უნდა გავაპროტესტოთ, ო კ უ პ ა ც ი ა ა !

ძალა ერთობაშია !

0
56
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0