x
image
natia.a
მარტივი საშუალება, რომელიც ავეჯს დამტვერვისგან დიდი ხნით დაიცავს - გამოსცადეთ!

image

ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რა ძნელია სახლში მტვერთან გამკლავება. ყოველდღე საჭიროა ავეჯის გაწმენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგიდა, თარო, ტელევიზორი თუ ნებისმიერი სხვა საგანი ერთი კვირის გაუწმენდავს ემსგავსება. რამდენჯერ გინატრიათ, სულ მცირე ორი-სამი დღით მაინც ძლებდეს ერთხელ გადაწმენდილი...


დღეს სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის ერთი ძალიან უჩვეულო და მარტივი მეთოდი უნდა შემოგთავაზოთ - ეს არის ლიმონის ხსნარში დასველებული ჩვარი.


image



ამგვარი ჩვარით გაწმენდის შემდეგ ავეჯი ჩვეულებრივზე გაცილებით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სუფთა იერს და მტვერიც ნაკლებად დაედება.


ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა დავჭრათ 1 ცალი ლიმონი, დავასხათ 7 ს.კ. ზეითუნის ზეთი და გავაჩეროთ ერთი კვირა. შემდეგ, მიღებულ ხსნარს დავამატოთ 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი და გავწუროთ.


ლიმონის ხსნარში დავასველოთ რბილი ჩვარი და გავაშროთ. უკვე მშრალი ჩვრით ჩვეულებრივი წესით გავწმინდოთ ზედაპირები.


მტვერთან ბრძოლის მეორე არანაკლებ ეფექტური მეთოდია ლიმონის სპრეი.


image


დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი
  • ½ ჩ.კ. ლიმონის ეთერზეთი
  • ¼ ჭ. თეთრი ძმარი
  • 1 ¾ ჭ. წყალი
  • სპრეის ბოთლი
ყველა ინგრედიენტს აურევთ და ჩავასხამთ სპრეის ბოთლში. ვიყენებთ ჩვეულებრივ: დავიტანთ სითხეს გასაწმენდ ზედაპირზე, დავაყოვნებთ ორიოდე წუთით და გავწმენდთ სუფთა ჩვრით.


მაღაზიაში შეძენილი საწმენდი საშუალებებისგან განსხვავებით, აღნიშნული ხსნარები არ შეიცავს აგრესიულ ქიმიურ დანამატებს და ორგანიზმისთვის საშიში არ არის.


image


მათში შემავალი ზეითუნის ზეთი შესანიშნავად ახდენს ავეჯზე ნაკაწრების შენიღბვას და იცავს ხის, მეტალისა თუ შუშის ზედაპირს. ლიმნის ეთერზეთები, გარდა იმისა, რომ სასიამოვნო სურნელს ტოვებს, შეიცავს ანტიბაქტერიულ და ანტისეპტიკურ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს საწმენდი საშუალების ეფექტს. ასევე თავიდან გვაცილებს ალერგენებს, მტვრის ტკიპას, ბაქტერიებს და სხვა მიკროორგანიზმებს.


რაც შეეხება თეთრ ძმარს, იგი უძველესი დროიდან გამოყენება დასუფთავებისა და დეზინფიცირებისთვის. მასში შემავალი ნატურალური მჟავები გვეხმარება ნებისმიერი სახის დაბინძურების აღმოფხვრაში და ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას.


ამგვარად, აღნიშნული საშუალებების გამოყენებით ავეჯი გაცილებით დიდი ხნით შეინარჩუნებს სისუფთავეს, მტვერიც დიდხანს აღარ მიეკარება და ოთახში სურელიც სასიამოვნო დადგება.


ასევე დაგაინტერესებთ:

12 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის!image



როგორ გავრეცხოთ შავი ტანსაცმელი ისე, რომ არ გახუნდეს - ეს ბევრმა არ იცის!image



თუ თქვენ პლასტმასის ჭურჭელს იყენებთ, აუცილებლად დააკვირდით ამ წარწერას! - ეს ბევრმა არ იცის!image



იცით რას ნიშნავს თქვენი ბინის ნომერი და რა გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე? - გაითვალისწინეთ!image



რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები!image



როგორ ავიცილოთ თავიდან მილებზე წყლის წვეთების წარმოქმნა - ეს უნდა იცოდეთ!image



7. გაბზარულ მინას წაუსვით ნიორი და... - ხერხი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!image


0
7560
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0