კინო "სადაც კაცები აღარ კაცობენ, იქ ქალებისგან ითხოვენ კომპენსაციას..." - ცოტნე გამსახურდია ლიკა ქავჟარაძეზე ( + ფოტოები ) 2017, 12 ოქტომბერი, 10:26 როგორ ეხმაურება ცოტნე გამსახურდია უახლოესი ნათესავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას: - "Tsotne Gamsakhurdia ლიკა ქავჟარაძე
გარდაიცვალა... ალბათ არ იცით, რომ ჩვენ გარე ბიძაშვილები ვიყავით, ბებიაჩემის, მირანდა ფალავანდიშვილის მხრიდან. შეგნებულად არ ვდებ სურათს იმიტომ, რომ მისი სწორუპოვარი სილამაზე მისთვის სტიგმად და ტვირთად აქცია ჩვენმა ბრიყვმა საზოგადოებამ. დიახ, წარმოიდგინეთ, ესეც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს... ახსნის ხასიათზე არ ვარ.შეიძლება ითქვას, რომ მისი სულიერი მდგომარეობის გაუარესება სწორედ საზოგადოების იდიოტურმა, სნობურმა დამოკიდებულებებმა გამოიწვიეს. არ შეეძლო ბევრი მენტალური სიმახინჯის გადატანა. მარიტა სუსტი უნდა ყოფილიყო. მარიტა - "ბაზრის ქალი" ვერ იქნებოდა. არადა, აქ სწორედ ეს ითვლება ღირსებად უმეტეს შემთხვვაში. სადაც კაცები აღარ კაცობენ, იქ ქალებისგან ითხოვენ კომპენსაციას...ალბათ თქმაც ზედმეტია, რომ ამ ქვე-ყანაში ფსიქიურად დაავადებულ ადამიანზე დაუცველი და საბრალო პრაქტიკულად არავინაა. ქოცებმა ხომ საერთოდ მოსპეს ფსიქიური ჯანდაცვის ნარჩენებიც...ნათელში ამყოფოს...
წუხელ გვიან ღამით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი ერთ - ერთი ულამაზესი და უსაყვარლესი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება. ზუსტად ერთი კვირის წინ მსახიობმა მონაწილეობა მიიღო მაია ასათიანის სატელევიზიო თოქ - შოუში "პროფილი" და ეს იყო მისი უკანასკნელი შეხვედრა ქართველ მაყურებელთან.უზომოდ დასწყვიტა გული ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენთაგანს, რამდენადაც ის იყო პირველ რიგში ჯერ კიდევ ახალგაზრდა 58 წლის, გარდა ამისა ლიკა ქავჟარაძე თავის მიერ შესრულებული როლებით ბოლომდე შეიყვარა ერმა და დღეს ის ცოცხალი აღარ არის."ლიკა ქავჟარაძე მოწოდებით მსახიობი, გატაცებით მხატვარი და პროფესიით მუსიკოსიაო" - წერდა მის შესახებ გიორგი შენგელაია.
80 - იანი წლების ქართული კინოს მშვენება- ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით.წლების წინ მსახიობი ბავშვობას იხსენებდა და ამბობდა, რომ : - „წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. შეკითხვაზე, იყო თუ არა ვარსკვლავი განებივრებული, ლიკა პასუხობდა: განებივრებული? არა, არასდროს. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი“.ლიკა ქავჟარაძე.„მეც და სოსო ჯაჭვლიანმაც ვიცოდით, რომ ორივეს ლიკა გვიყვარდა, მაგრამ მისთვის არც ერთს არ გვითქვამს. თან მერე გავიგეთ, რომ ლიკას საქმრო ჰყავდა და ამიტომ იძულებულები გავხდით, ჩვენი სიყვარული რაინდულად გულში შეგვენახა“. ზაზა კოლელიშვილი. „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“. 12 წლის იყო, როცა მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ (1973), „სიყვარული, ივერია და...“ (1975), „კავკასიური რომანსი“ (1975), „ნატვრის ხე“ (1976), „პეპელა“ (1977), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „დიუმა კავკასიაში“ (1979), „მუდმივი მეგობარი“ (1980), „ოჯახი“ (1985), „დიმიტრი II“ (1982), „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), „ვამეხი მოდის“ (1988), „სპირალი“ (1990), „ოქროს ობობა“ (1992), „ჩაკლული სული“ (1994), „მხოლოდ ერთხელ“ (1994) და ა.შ. კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მსახიობს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. სამსახიობო კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ლიკა ქავჟარაძეს თეატრალურ ინსტიტუტში არ ჩაუბარებია. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.თუმცა იყო თუმანიშვილის თეატრში მუშაობის მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა - მსახიობი თეატრიდან მალევე წამოვიდა. იმ პერიოდში სამოდელო ბიზნესი ის-ის იყო ვითარდებოდა და მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონის „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ. სამაგიეროდ, დარბაზი ტაშის გრიალით ინგრეოდა მსახიობის პოდიუმზე გამოჩენისას.წლების წინათ ლიკას ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებასაც აპირებდნენ და სცენარიც იწერებოდა, მაგრამ სცენარის ავტორმა, დრამატული ბიოგრაფიის მქონე მწერალმა ქალმა, ქეთი ნიჟარაძემ თავი მოიკლა, თვითმკვლელობის წინ კი ყველა ხელნაწერი დაწვა. მსახიობი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახლობელმა გარდაცვლილი იპოვა. შს სამინისტროს ცნობით და პირველადი მონაცემებით მსახიობი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. აი რას წერენ მის შესახებ სოციალურ ქსელში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები: - "ჩემი თაობის თითქმის ყველა ბიჭი შეყვარებული იყო ლიკა ქავჟარაძეზე. მისი დანახვა გაშტერებდა, განიარაღებულს გტოვებდა, უკეთეს გხდიდა. სამყარომ თავისი მშვენიერების ნაწილი დაკარგა..." "მზე იყო და მზესავით ჩავიდა. ნათელი მის წკრიალა სულს". "საფრანგეთს ყავს სიმბოლო Marianne, ის სილამაზის, რესპუბლიკის, სამართლიანობის ქალურობის სიმბოლოა...მის იდენფიკაციად იქცნენ ბრიჯიდ ბარდო, მიშელ მორგანი, დენევი და ა.შ. მარიტას სახე კი საქართველოში სილამაზის ტრაგიკული დასასრულის სიმბოლოა ! აქ ჩვენთან დევები, ყასბები, ჩარჩები, აშთობენ, კლავენ და თელავენ სილამაზეს მიწისქვეშა საპყობილეებში! ეს ერი უნდა მიატოვოს ყველა მოაზროვნე და პატიოსანმა ადამიანმა! ეს ერი კლავს! ეხლავე ჩააწყვეთ ზურგჩანთაში ნივთები და დატოვეთ ჯოჯოხეთი!, მიატოვეთ ეს ბოღმიანი, უკულტურო, ფლიდი, შურიანი, უნიჭო, ხეპრე, ოჯახსშეფარებული მუცელგაბერილი დედაკაცები, სოციალურ სტატუს ქმრების მეშვეობით რომ იკეთებენ და უნიჭო შთამომავლობის დაყრით რომ არიან დაკავებულები და მამაკაცები ღორივით ნეტარად მოჭყუმპალავე ამ წუმპეში! ოღონ ამ წუმპეს ქართული საზოგადოება ქვია! ეხლა რას იზამ ერო, სილამაზემაც მიგატოვა! ვის ჭირდები სულით და ხორცით მახინჯი!!!! ხიხოს მეძავებს დაფინასება არ უწყდებათ და ლიკას, ჩვენს Marianne, თავშესაფარი არ ქონდა საკუთარ ქვეყანაში!" "არ მეგულება ადამიანი ვინც მისი სილამაზით არ მოჯადოვებულიყო. როგორ მახსოვს ბავშვობიდან დიდიან პატარიანად ყველა მასზე იყო შეყვარებული. ძალიან დამწყდა გული მის გარდაცვალებაზე. გაანათლოს ღმერთმა." 1679 5-ს მოსწონს
|