კინო ვარსკვლავები, რომლებიც 40 წელს გადაცილდნენ, საშუალო ასაკს ეთაყვანებიან და მშობიარობის პროპაგანდას ეწევიან ხანდაზმულ ასაკში 2013, 14 სექტემბერი, 12:34 სტატიაში წარმოგიდგენთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს და მსახიობებს, რომლებიც 40 წელს გადაცილდნენ და მაინც არაჩვეულებრივ ფორმაში არიან და დღემდე ინარჩუნებენ ძველებურ ხიბლსა თუ სილამაზეს.მონიკა ბელუჩი, ჰოლი ბერი, ჯულია რობერტსი, კიმ ბესინჯერი, სალმა ჰაეკი - რა აქვთ საერთო ზემოთ ჩამოთვლილ მსახიობებს გარდა სილამაზისა და ტალანტისა? არავისთვის არაა საიდუმლო, რომ მსახიობები ზუსტად საშუალო ასაკში გახდნენ დედები - აი კიდევ ერთი მსგავსება ამ ხუთეულს შორის.მაგალითისთვის, უზომოდ ბედნიერი მონიკა ბელუჩი ჯერ ჯიდევ 39 წლის ასაკში გახდა პირველი შვილის დედა.ახალგაზრდობა კი, როგორც თავად ამბობს, მან საკუთარ კარიერას და სამუშაოს მიუძღვნა.მსახიობი თავის ინტერვიუში იმაზეც მიუთითებს, რომ ქალისთვის საშუალო ასაკი უფრო გამართლებულია დედობისთვის, ვიდრე 20 - 25 წელი, რადგან ამ ასაკში ქალი მაქსიმალურად მზადაა დედობისთვის: - " ორსულობის დაგეგმვაში მთავარ როლს ასაკი კი არა, ქალის ფსიქოლოგიური მზადყოფნა თამაშობს...ზოგისთვის ეს დრო 25 - 30 წლის ასაკში დგება, ზოგისთვის კი გაცილებით უფრო გვიან" - აცხადებს მსახიობი და დასძენს, რომ თავად სწორედ მაშინ დაფეხმძიმდა, როცა დედობისთვის მზად იყო. როლების შეცვლამ და ქალების ჩართულობამ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სწორედ ის გამოიწვია, რომ ვარსკვლავების უმეტესი ნაწილი საკუთარი კარიერისა და პოპულარობის მოპოვების შემდეგ იცლიან დედობისთვის.ამის ნათელი მაგალითია მსოფლიოს ვარსკვლავთა ისეთი სახეები, როგორიცაა: ჯულია რობერტსი, ჰოლი ბერი, კიმ ბესინჯერი, თავად მონიკა ბელუჩი, სალმა ჰაეკი და სხვები. 146 14-ს მოსწონს 3-ს არა
|