კინო ავსტრალიელი სუპერ მოდელი მირანდა ქერი მსახიობი ხდება? 2013, 8 დეკემბერი, 17:15 ცნობილი ავსტრალიელი სუპერ მოდელი მირანდა ქერი შესაძლებელია უახლოეს მომავალში დიდ ეკრანზე ვიხილოთ მსახიობად, ერთ - ერთი ცნიბილი კინოპროდიუსერის ჰერვერ ვაინშტეინის ფილმში.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით ორლანდო ბლუმის ყოფილი მეუღლე შეხვდა კომპანია ვაინშტეინის წარმომადგენლებს.ურთიერთშეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში სუპერ მოდელს ვიხილავთ კომედიურ ან დრამატულ როლში. აღსანიშნავია, რომ ვაინშტეინის კინოინდუსტრიაში 250 -მდე ფილმია გამოსული, ბოლო კი არის კომედიური დრამა " ჩემი პარტნიორი - ფსიხოპატია".ეს ფილმი დაჯილდოებული იქნა ოსკარით საუკეთესო ქალი მსახიობის როლის შესრულებისთვის, სადაც მთავარ როლში ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი ასრულებდა. შეგახსენებთ, რომ ორლანდო ბლუმთან განშორების შემდეგ მოდელი მირანდა ქერი მარტოობას არ განიცდის. ცოტა ხნის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი მსახიობი ხვდება ავსტრალიელ მილიონერს, 46 წლის ჯეიმს პაკერს. რაც შეეხება თავად ორლანდოს, გავრცელებული ინფორმაციით მას ზედმეტად ახლო ურთიერთობა აქვს ლივ ტაილერთან. 81 15-ს მოსწონს
|