x
image
ვიზა კოხაძე
ჭორი თუ სინამდვილე? ცოტა რამ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე
imageახალგაზრდა მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე მუსიკისა და დრამის თეატრში 5 წლის წინ მივიდა, როცა ის ჯერ კიდევ 19 წლის იყო.

მალე 25 წლის გახდება და უკვე ძალიან პოპულარულია.როგორც თავად ამბობს, უამრავ საქმეს არის ერთდროულად შეჭიდებული, თამაშობს თეატრში, იღებენ მხატვრულ ფილმში და გახდა რადიო წამყვანიც.

გიორგის მალე ახალ სერიალში იხილავს ქართველი მაყურებელი.ამჟამად ის მუსკომედიის თეატრშია დაკავებული სპექტაკლ " ანტიგონეში".
მისი საყვარელი წიგნია "დორიან გრეი", ხოლო საყვარელი სპექტაკლი "მეფე ლირი".პიროვნება, რომელიც მის აღფრთოვანებას იწვევს, ზურა ყიფშიძეა.როგორც თვითონ ამბობს, მისი ოცნება ახდა და ასრულებს იმ როლს "ანტიგონეში", რომელზეც დიდხანს ოცნებობდა.image

image
image
ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გიორგის გულშემატკივარი მალე იხილავს ახალ სერიალში, რომელზეც ჯერ-ჯერობით არ უნდა ისაუბროს.


ცოტა ხანში შეძლო მაყურებლის გულის მოგება და განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონების ფავორიტი მსახიობი გახდა.მისთვის ხელი არასოდეს შეუშლია იმ ფაქტს, რომ გიორგი 5 წლის მანძილზე შეყვარებული იყო მსახიობ თამთა შალამბერიძეზე, რომელსაც სატელევიზიო თოქ-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ ოფიცილურად დაშორდა.რეალური მიზეზი შეყვარებული წყვილის დაშორებისა, არავინ იცის.ამ საკითხზეც გიორგი სიფრთხილით საუბრობს და კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა სოციალურ ქსელში "ფეისბუქზე" მან გაავრცელა მინაწერები, რაც ახალგაზრდების საჭორაო თემად იქცა, რადგანაც გიორგი ყველასთვის საყვარელი მსახიობი და არა მარტო მსახიობი, იგი ბევრისთვის სასურველი სასიძოცაა. თავად მსახიობი კი ყველაზე კომფორტულად თავს გულრწფელი მეგობრების გარემოცვაში გრძნობს.image

image
როგორც ამბობენ, გიორგი კვლავ შეყვარებულია, (რა თქმა უნდა ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა) მაგრამ ამ თემებით დაინტერესებული თინეიჯერები ჯერჯერობით ობიექტს არ ან ვერ ასახელებენ.

image
ცოტა ხნის მანძილზე გიორგიმ შეძლო ქართველი მაყურებლის გულის მოგება და მათი გულრწფელი სიყვარული დაიმსახურა.ტელე ეკრანებზე გამოსული ფილმი "სიყვარულის ბალადა", სადაც გიორგი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, რეალური სახეა ქართველი ახალგაზრდა ყმაწვილისა. ამ როლმაც გარკვეულ წილად გავლენა იქონია მაყურებელზე და უფრო დადებითად განაწყო მისი პიროვნების მიმართ.გულრწფელად ვუსურვოთ წარმატებები ქართველ ახალგაზრდა მსახიობს და დაველოდოთ იმ სიახლეებს, რაზეც საუბარი ჯერჯერობით არ სურს.

image

20
668
32-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
668
  
2013, 15 აპრილი, 23:22
სტატია მომწონს და მსახიობი მიყვარს.
2013, 11 აპრილი, 0:05
ძალიან ნიჭიერი მსახიობია. კარგი სტატიაა , მომეწონა
2013, 10 აპრილი, 20:02
მიყვარს ეს მსახიობი
2013, 10 აპრილი, 12:22
სტატიის არ დაბლოკვაში დამეხმარეთ.
2013, 10 აპრილი, 12:22
კი ბატონო რა პრობლემაა პირადში მივწერ
2013, 10 აპრილი, 12:21
გამარჯობათ.თუ დამეხმარებით და ხელს არ შემიშლით კარგს იზამთ.არ დამიბლოკონ სტატია ხომ ხედავთ,რომ ვიღაც შურიანმა დისლაიქი მისცა სტატიას.
2013, 10 აპრილი, 12:19
რა 8 :D:D ამას მიუმატე 17 რასაც მიიღებ იმდენის
2013, 10 აპრილი, 12:17
რამდენი წლის ხარ 8? :D :D
2013, 10 აპრილი, 12:16
სხვის მოძებნა მოგიწევს :DD მე ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას :) 10 წელი კიდე ;)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10