კინო რისთვის გადაუხადეს "ჯეიმს ბონდის" გმირს 1 მილიონი დოლარი 2013, 31 მარტი, 15:11 ჯეიმს ბონდის შემსრულებელი ინგლისელი მსახიობი დენიელ რაფტონ კრეიგი ყველაზე მეტად ცნობილი 2006 წლიდან გახდა, როცა მან ბრიტანელი საიდუმლო აგენტის "ჯეიმს ბონდის" როლი შეასრულა. სწორედ ამ როლმა მოუტანა საერთაშორისო წარმატება, რითაც მსახიობი პირს ბროსნანს ჩაენაცვლა. ინგლისელი მსახიობი - დენიელ რაფტონ კრეიგი 1968 წლის 2 მარტს ჩესტერში დაიბადა.მისი სამსახიობო კარიერა 1992 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებული პოპულარობა როგორც უკვე აღვნიშნეთ "ჯეიმს ბონდმა" მოუტანა.იგი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში.ამჟამად მისი მეუღლე მსახიობი - რეიჩელ ვაისია. ფილმებმა "უმნიშვნელო ნუგეშმა" და "სკაიფოლმა" მსახიობს დიდი შემოსავალი მოუტანა, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიუ იორკში გამართულ ავტოშოუზე - მხოლოდ შოუზე ვიზიტისთვის მას ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს. სანდო წყაროები გვატყობინებენ, რომ დენიელ კრეიგი იქ მხოლოდ 7 წუთი იმყოფებოდა. 2 წუთიანი ფილმი აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას, სადაც მსახიობი ავტო მანქანას მართავს, დანარჩენი 5 წუთი კი -ავტოგრაფებს მოანდომა.ამბობენ, რომ ძალიან იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე და ბოლოს იგი გასული წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცერემონიის გახსნას დაესწრო დედოფალ ელისაბედთან ერთად. რამდენიმე ხნის წინ მამაკაცების ერთ-ერთმა ჟურნალმა ყველაზე მოდურად ჩაცმულ მამაკაცთა რეიტინგი გამოაქვეყნა და სიის სათავეში დენიელ კრეიგი მოხვდა.ამ ფაქტს არანაირი გაკვირვება არ გამოუწვევია მოდის კრიტიკოსებში, რადგან ისინი ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ "ჯეიმს ბონდის" გმირი - დენიელ კრეიგი ისეთივე გემოვნებით იცვამს, როგორც მისი გმირი - აგენტი 007. 44 26-ს მოსწონს
|