x
image
ვიზა კოხაძე
ანჯელინა ჯოლი "ჩუტყვავილას" დაავადებით არის შეპყრობილი ( + ვიდეოები )
image" მე ვიქნები სახლში ქავილით"! - განაცხადა ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 25 დეკემბერს მისი ფილმის პრემიერაა დაგეგმილი, მაგრამ ავადმყოფობის გამო მსახიობი და ამჟამად ამ ფილმის რეჟისორი ვერ შეძლებს დაესწროს პრემიერას.როგორც წყარო წერს, ბოლო დროს ის არა ერთ სკანდალში გაეხვა და ცნობილმა კინოპროდიუსერმა სკოტ რუდინმა მას " არაკომპეტენტური და გაფუჭებულიც" («бездарной и избалованной») კი უწოდა. ესეც არ აკმარა და ისედაც ავადმყოფი მსახიობი "ჭირვეულ ბავშვად" მოიხსენია. მსახიობს სურს, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ის არ არის "ჭირვეული ბავშვი" და 39 წლის ასაკშიც შესაძლებელია ნებისმიერს შეხვდეს ბავშვობის დაავადება.

imageimageმსახიობმა 39 წუთიანი ვიდეო განათავსა სოციალურ მედიაში, სადაც ის დეტალურ უხსნის საზოგადოებას და თაყვანისმცემლებს, თუ რატომ ვერ შეძლებს დაესწროს საკუთარი ფილმის « Unbroken premiere» პრემიერას, რომელიც 2014 წლის 25 დეკემბერს გამოვა ეკრანებზე.

რას წერს DailyMail : - "მე ვიქნები სახლში ქავილით და რაღა თქმა უნდა მოწყენილი ყველაფერზე. არ შემიძლია დავიჯერო, რომ ფილმი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და რომლის გამოჩენასაც სულმოუთმენლად ველოდებოდი, მხოლოდ ეკრანზე შემიძლია ვნახო, მაგრამ რას იზამ - ასეთია ცხოვრება".

იმის გამო რომ ჰაკერებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს სოციალურ ქსელებში მსახიობსა და კინოპროდიუსერს შორის დაპირისპირების შესახებ, ანჯელინამ საზოგადოების დარწმუნება მედიაში გავრცელებული ვიდეოთი სცადა.ის შეეცადა მის გარშემო აგორებული ჭორების გაქარწყლებას და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ ანჯელინა ჯოლი მართლაც "ჩუტყვავილას" დაავადებით არის შეპყრობილი.image


P. S. ფილმზე მსახიობმა ორი წელი იმუშავა, რომელიც მეორე მსოფლიო ომზეა შექმნილი და ნაკლებად დასაჯერებელია ჯოლის მისამართით პროდიუსერის მიერ გამოთქმული კრიტიკა, თითქოსდა ის " უნიჭო, უპასუხისმგებლო და გაფუჭებული ბავშვია".


2
78
15-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
78
  
2014, 13 დეკემბერი, 17:52
ამ ქალს რა აღარ დაემართა
2014, 13 დეკემბერი, 17:51
გავაზიარეეეე
0 1 2