x
image
ალექსანდრე ლექსო
სიახლე – უსაფრთხოების ბალიში ველომრბოლელთათვის
კომპანია ჰევდინგმა (Нovding) შვედეთიდან, მსოფლიოში პირველმა, შეიმუშავა უსაფრთხოების ბალიშები ველომრბოლელთა და ველომოყვარულთათვის.


image


უსაფრთხოების ბალიში საყელოშია ჩამალული, რომელსაც ველომრბოლელი იკეთებს. ჩამონტაჟებული სენსორები წამში 200 – ჯერ ააანალიზებენ მოძრაობის მსვლელობას. დაცემის, შეჯახების ან სხვა რაიმე საშიშროებისას საყელო ელვისებურად იხსნება და მუზარადად გადაიქცევა, რომელიც იცავს როგორც თავის ქალას ასევე კისერსაც.


ფირმის სპეციალისტები სტატისტიკას აწარმოებდნენ: მათი მონაცემებით, სიახლის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ მოწყობილობამ 1000 – ჯერ იმოქმედა, შემთხვევებში, რომელიც პოტენციურად სასიკვდილოდ ითვლება.



ფრედერიკ კარლინგი, ფირმის დირექტორი: “სტენფორდის უნივერსიტეტის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი საყელო 8 – ჯერ უფრო იცავს ადამიანს, ვიდრე ჩვეულებრივი ჩაფხუტი”.


ფირმამ უკვე გაყიდა 30 000 ცალი უსაფრთხოების საყელო ევროპასა და იაპონიაში.

0
5
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0