სხვა რას ნიშნავს "სტოკჰოლმის სინდრომი" - უცნაური მძევლობის ამბავი, რომელმაც მსოფლიო საგონებელში ჩააგდო 2017, 29 სექტემბერი, 15:11 ![]() ![]() ფოტო გადაღებულია პოლიციის მიერ 1973 წლის 26 აგვისტოს, მძევლად ყოფნის მე-4 დღეს. ![]() კლარკ უოფსონი მეორე დღესვე მოიყვანეს. ოლსონმა მოითხოვა მანქანა, რათა გაქცევა მოეხერხებინა, მაგრამ მას უარი უთხრეს. იმავე დღის ნაშუადღევს დამნაშავე დააკავშირეს მოქმედ პრემიერ-მისტრთან, ულოფ პალმიესთან. ერთ-ერთმა მძევალმა, კრისტინ ენმარკმა სატელეფონო საუბრის დროს თქვა: "თქვენ გულს მტკენთ, მე არ მეშინია ამ ორი მამაკაცის, ისინი ჩვენ გვიცავენ ". უფრო მეტიც, იგი ითხოვდა ნება მიეცათ რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო მძარცველებთან. გოგონას ამ მოქმედებამ მთელი შვედეთი და მოგვიანებით მთელი მსოფლიო საგონებელში ჩააგდო. ![]() სნაიპერები იმ ბანკის წინ, რომელშიც მძარცველებს მძევლები ჰყავდათ ავანილი. მძევლების აყვანიდან მესამე დღეს რადიოარხებით გადასცეს, რომ პოლიცია აპირებდა შენობის კედელში ხვრელის გაკეთებას, რათა "გაზით შეტევის" განხორციელების საშუალება ჰქონოდა. ცხადია, რადიოს დამნაშავეებმა და მძევლებმაც მოუსმინეს. 28 აგვისტოს იან-ერიკ ოლსონმა მოთმინება დაკარგა, ჭერში სროლა დაიწყო და პოლიციელი დაჭრა. ![]() მძევლების აყვანის მე-4 დღეს, ბანკის ირგვლივ ჩასაფრებული პოლიციელები. იმ დროს მძევლები სრულიად ემორჩილებოდნენ გამტაცებლებს, ასრულებდნენ მათ ყველა მოთხოვნას და მათში სიმპატიასაც კი იწვევდნენ. მოგვიანებით ოლსონმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მძევლები "ისე იქცეოდნენ, რომ უბრალოდ არ შეგვეძლო მათი მოკვლა". თავის მოგონებებში ოლსონი წერს: "რამდენჯერმე მძევლები თავად დაგვიდგნენ ცოცხალ ფარად ისე, რომ პოლიციელებს არ შეძლებოდათ ჩვენი დახოცვა." ![]() ![]() ![]() იან-ერიკ ოლსონის დაკავება. ენმარკისა და სხვა მძევლების ამგვარმა ქცევამ ქვეყანა საგონებელში ჩააგდო. "მე მათი აღარ მეშინია, მაგრამ მეშინია პოლიციელების", - განაცხადა ენმარკმა. ელისაბეტ ოლდგრენი კი მოგვიანებით გამოტყდა, რომ ოლსონს "ძალიან კეთილად" თვლიდა, რადგან იატაკზე დაწოლილს საშუალება მისცა ემოძრავა. სეფსტრომმა კი განაცხადა, რომ მადლობელიც კი იყო გამტაცებლების. "როცა ოლსონი კარგად გვექცეოდა, თითქმის ღმერთად ვთვლიდით." ![]() ![]() აირწინაღებიან პოლიციელებს გამოჰყავთ ხელბორკილებით ოლსონი. "გათავისუფლების შემდეგ მრავალი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ჩვენი დაკითხვა, მაგრამ არავის არ აინტერესებდა ჩვენი სურვილები და საჭიროებები. მხოლოდ სტოკჰოლმის სინდრომზე გვეკითხებოდნენ", - იხსენებდა ენმარკი. მოგვიანებით გოგონამ ბანკში სამსახურს თავი დაანება, სოციოლოგია შეისწავლა და ფსიქოთერაპევტი გახდა. მანვე დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი "მე სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა" (I Had Stockholm Syndrome). ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. ამ ისტორიამ მსოფლიო შეძრა! - გოგონა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 360 ადამიანი გადაარჩინა ![]() ![]() ![]() 4. იშვიათი ფოტოები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან, რომლებიც რუსეთში არ გამოაქვეყნეს ![]() 5. როგორ ხდება გოგოების წინადაცვეთა ინდონეზიაში - შოკისმომგვრელი ფოტოები ![]() 6. 7 პიკანტური ისტორიული ფაქტი, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან ![]() 5. ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის ატომური დაბომბვის მიზეზი გახდა - ეს საინტერესოა ![]() 1205 9-ს მოსწონს
|