x
image
მანჩო 777
გმირობა სიკვდილის შემდეგ- უთავოდ გავლილი 32 ნაბიჯი

მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ ადამიანის ტვინის ამოუცნობ შესაძლებლობებს, მაგრამ ტვინის შესაძლებლობები არაფერია ადამიანის შინაგანი სულის სიძლიერესთან მიმართებით, რომელიც ხანდახან მართლაც შეუძლებლის ჩადენაში გვეხმარება.


image



მინდა ამასთან დაკავშირებით ერთი ცნობილი ისტორიული ამბავი გაგახსენოთ:
1336 წელს მეფე ლუდვიგ ბავარიელმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავად დიც ფონ შაუმბერგს (Diez von SchauMburg) და ოთხ მის თანამოაზრეს იმისათვის, რომ ისინი აუჯანყდნენ მის უდიდებულესობას და დაარღვიეს ქვეყნის სიმშვიდე. ბრალდებულებისათვის თავი უნდა მოეკვეთათ. სიკვდილით დასჯის წინ, ტრადიციის თანახმად, ლუდვიგ ბავარიელმა ჰკითხა დიც ფონ შაუმბერგს, თუ რა იყო მისი უკანასკნელი სურვილი. დიცმა მეფეს თხოვა შეეწყალებინა მისი მეგობრები, თუკი სიკვდილის შემდეგ ის შეძლებდა მათ წინ თავმოჭრილი გარბენას. ამასთანავე ფონ შაუმბერგმა დააზუსტა, რომ ბრალდებულები უნდა მდგარიყვნენ მწკრივში ერთმანეთისაგან რვა ნაბიჯის დაშორებით. შეწყალება შეეხებოდა მათ, ვის გასწვრივაც დიცის თავმოჭრილი სხეული ჩარბენას მოახერხებდა. მონარქმა გადაიხარხარა, როცა სიკვდილმისჯილის ეს ბოდვა მოისმინა და დათანხმდა აესრულებინა მისი უკანასკნელი სურვილი.


image


დიცმა თავისი მეგობრები დააყენა მწკრივში ერთმანეთისაგან ზუსტად რვა-რვა ნაბიჯის დაშორებით და მორჩილად დაიჩოქა მუხლებზე ჯალათის წინ. გაისმა ხმლის შხუილი და დიც ფონ შაუმბერგის ქერა თავი ჯალათის ფეხებთან დავარდა, აი სხეული კი წამოხტა ფეხზე და გაოცებული და შიშისაგან ფერდაკარგული მეფისა და მისი ამალის თვალწინ სირბილით გაიქცა სიკვდილმისჯილების გასწვრივ, რწყავდა რა მიწას მოჭრილი კისრიდან წამოსული სისხლით.
როცა მეოთხე სიკვდილმიჯილს გაცდა, სხეული შეჩერდა და ძირს უსულოდ დაეცა. მან 32 ნაბიჯზე მეტის გავლა შეძლო...
შეძრწუნებულმა მეფემ შეასრულა თავისი პირობა და დიცის მეგობრებს თავისუფლება აჩუქა.
აი, ასე იხსნა მამაცმა რაინდმა თავის მეგობრები უცილობელი სიკვდილისაგან.



1
152
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
152
  
2017, 20 სექტემბერი, 9:59
ჩემი კლასელი ჯარში გარდაიცვალა..ერთადერთი შვილი ჰყავდათ.....შემთხვევით ანგართან ტანკმა გადაურა(ვერ დაინახა ტანკისტმა) ზუსტად მასე მოხდა..ჯარის ამხანაგები რომ ჩამოყვნენ დაკრძალვაზე ისინი ყვებოდნენ....გადავლის შემდეგ წამოდგა და რამედნიმე ნაბიჯი გადადგაო..რეფლექით რა თქმა უნდა თორემ მკვდარი იყო უკვე
0 1 1