სხვა გაიიოლეთ ცხოვრება-რამოდენიმე სასარგებლო რჩევა არამარტო დიასახლისებისათვის 2014, 28 იანვარი, 21:56 1.ხის ავეჯზე ნაფხაჭნები და განაკაწრები რომ გავაქროთ, მას უნდა წავუსვათ ნიგვზის ლებანი.
2.ადუღებული წყალი არ გადმოისხმება ქვაბიდან, თუ მის თავზე გარდიგარდმო დავდებთ ხის კოვზს.
3.გაზირებული სასმელის თუნუქის ქილის გასახსნელი არ მოაძროთ ბოლომდე, ის გამოიყენეთ საწრუპავი მილის დასამაგრებლად. 4.თუ თქვენ გინდათ შეამოწმოთ, ჯერ კიდევ ვარგისია თუ არა ელემენტი, დააგდეთ ის იატაკზე დაახლოებით 15 სმ სიმაღლიდან. თუ ელემენტი იატაკიდან მხოლოდ ერთხელ ახტა, ესეიგი ბატარეას ჯერ კიდევ აქვს მუხტი, ხოლო თუ რამოდენიმეჯერ ახტა, მაშინ გამოდის ელემენტი ბოლომდეა განმუხტული ანუ უვარგისია. 5. თუ გსურთ, სამსახურში ან სასწავლებელში წაიღოთ საუზმე, კონტეინერის მაგივრობას იოლად გაგიწევთ დისკების ჩასაწყობი. 6.როცა საღებავთან მუშაობთ, საღებავის ქილას შემოახვიეთ ზემოდან რეზინა. ფუნჯის ამოღების დროს რეზინა ზედმეტ საღებავს აშორებს და ქილის ნაპირები აღარ დაისვრება. 7.შპალერის ან ვატმანის ქაღალდების რულონი რომ არ გაიშალოს, მის დასამაგრებლად შეიძლება გამოიყენოთ ტუალეტის ქაღალდის გული. მას გაჭრით სიგრძეზე და ვატმანს შემოახვევთ გარედან. 8.მშვენიერი იდეა, როგორ დაიცვათ თავი პლიაჟზე ქურდობისაგან: ფული დამალეთ მზის დამცავი კრემის ცარიელ ფლაკონში. მაგრამ არც იმისაგან ხართ დაცული, რომ კრემის ქურდიც არ გამოჩნდება. ასე რომ, ყველაფერს ჯობია უმეთვალყურეოდ არ მიატოვოთ ნივთები. 9.გამუდმებით რომ არ ეძიოთ წებოვანი ლენტის(სკოჩის) კიდე, მიამაგრეთ მასზე პლასტმასის ეტიკეტი. 10.იმისათვის, რომ პატარა ჯიბის ფანრის შუქი გაააძლიეროთ, მიმაგრეთ ის წყლით სავსე გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლზე. 11. ნივთებზე რომ წებოვანი ეტიკეტები მოვაშოროთ, მას თმის საშრობი ფენიდან ცხელი ჰაერის ჭავლი მივუშვიროთ. 12.დეკორატიული სანთლებიდან მტვერი იოლად მოცილდება ძველი კოლგოტის საშუალებით. 13.რბილი ავეჯის ზედაპირიდან შინაური ცხოველების(ძაღლი, კატა) ბეწვები რომ ამოვიღოთ, მასზე გადავატაროთ რეზინის ხელთათმანიანი სველი ხელი. ბეწვები მთლიანად მიეკრობა ხელთათმანს. 6442 14-ს მოსწონს
|