x
image
მანჩო 777
იცით თუ არა, რომ...
რიო-დე-ჟანეირო ოდესღაც პორტუგალიის დედაქალაქი იყო. ასე რომ, რიო იყო ისტორიაში ერთადერთი დედაქალაქი, რომელიც სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მდებარეობდა.

image

კრივის სამყაროში ცნობილმა პრომოუტერმა დონ კინგმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში ორი ადამიანი მოკლა. ერთი მათგანი მან მოკლა რევოლვერით, როცა ის მის იატაკქვეშა კაზინოს ძარცვავდა. კინგის მეორე მსხვერპლი იყო მისი თანამშრომელი, რომელიც მან ცემით მოკლა 600 დოლარის გამო.კინგი მკვლელობებში ცნეს დამნაშავედ, მაგრამ ის შემდეგ შეწყალებულ იქნა კორეტა სკოტ კინგის(მარტინ ლუთერ კინგის მეუღლე) და სხვა გავლენიანი ადამიანების თხოვნის საფუძველზე ოჰაიოს შტატის გუბერნატორის მიერ.

image




პარიზის ფართო სწორი ქუჩები დაპროექტებულია ისეთნაირად, რომ არტილერიას საჭიროების შემთხვევაში, იოლად დაეცხრილა აჯანყებული ბრბო.

image


ერთ-ერთი სამეცნიერი ექსპედიციის დროს ორი მკვლევარი მამაკაცი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ხორცით იკვებებოდა. ამით მათი ჯანმრთელობა ოდნავადაც არ დაზარალებულა.

image



80-იანი წლების ბოლოს მიანმაში მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი.კრიზისის მიზეზი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბრუნვიდან ამოეღო ყველა ფულადი ნიშანი, რომელიც 9-ზე არ იყოფოდა( 9-იანი მისი საყვარელი ციფრი იყო).

image



პირველი IQ-ს პრაქტიკული ტესტის გამომგონებელი ალფრედ ბინე თვლიდა, რომ ნებისმიერი ადამიანის ინტელექტი იცვლება დროთა განმავლობაში და ის განუწყვეტლივ ვითარდება.

ბინე წინააღმდეგი იყო მისი ტესტი გამოეყენებინათ ინტელექტის სტანდარტულ შეფასებად, როგორც უცვლელი მაჩვენებელი.

image




სლოვაკი აგრარული დარგის მეცნიერები ატარებდნენ ცდებს ჩერნობილში მოყვანილ სოიოზე და აკვირდებოდნენ, თუ როგორ ეგუებოდა ეს მცენარე გარემო პირობებს. მცენარე მათ გასაოცად, მშვენივრად შეეგუა გარემოს და უფრო მეტიც, მან დაიწყო იმუნური ცილების გამომუშავება, რომელიც რადიაციისაგან იცავს ადამიანს.

image




ფილმის "შეიარაღებული ბარონი" გადაღების დროს რეჟისორმა ენდრიუ ნიკოლმა 3000 ცალი კალაშნიკოვის ავტომატი იყიდა. აღმოჩნდა, რომ ისინი ბუტაფორიულ ავტომატებზე გაცილებით იაფი ღირდა.

image



ავსტრალიელ აბორიგენებს ჰქონდათ დასჯის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც გამოიხატებოდა დამნაშავის დაწყევლის-"შეჩვენების" რიტუალში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ "დაწყევლილი" ან "შეჩვენებული" ადამიანი რიტუალიდან 3-4 დღეში იღუპებოდა-ასე დიდი იყო ამ რიტუალის მიმართ რწმენა და შიში.

image


ყოველწლურად ზვიგენის ყბებით იღუპება დაახლოებით 5 ადამიანი, მაგრამ ყოველდღიურად ადამიანები კლავენ დაახლოებით 11 000 ზვიგენს.

image

4
269
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
269
  
2014, 15 მარტი, 10:49
შეიარაღებული ბარონი კიარა lord of war ქვია იმ ფილმს
2014, 13 მარტი, 23:31
საინტერესოა
2014, 13 მარტი, 23:28
საინტერესოააა:-)
0 1 4