სხვა 25 უცნაური და აბსურდული ნივთი, რომელთაც მხოლოდ იაპონიაში თუ ნახავთ 2015, 29 ივნისი, 15:05 იაპონური ტექნოლოგიები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა დანარჩენი მსოფლიოსას. არახელსაყრელმა გეოგრაფიულმა და ბუნებრივმა პირობებმა ეს ხალხი არაჩვეულებრივად გამომგონებლური გახადა, მაგრამ ხანდახან მათი შემოქმედებითი და ტექნიკური პროგრესი ისე შორს მიდის, რომ იაპონელების ზოგიერთი გამოგონება აოცებს და შოკში აგდებს ევროპელებს.
ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ იაპონელების მიერ გამოგონებული 25 ყველაზე უცნაური და აბსურდული ნივთი, რომელბსაც მხოლოდ ამ ქვეყანაში თუ შეხვდებით.
25. უცნაური ავტოსადგომები ტერიტორიულად ფარდობითად პატარა იაპონია 129 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს, ამიტომ ადგილის ეკონომია აქ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ასეთ პარკინგს თქვენ იაპონიის ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში იპოვით. 24. მაიონეზი იაპონური მაიონეზი ევროპულისაგან თითქმის არაფრით არ განსხვავდება, მაგრამ მისი გამოყენება ნაყინის, მაკარონის, ვერმიშელის და ასე განსაჯეთ, ბლინების დანამატად ნამდვილად გააოცებს ნებისმიერ ევროპელს. 23. სუპერქოლგა ძლიერი წვიმის დროს, რომელსაც ქარი ახლავს თან, ჩვეულებრივი ქოლგა პრაქტიკულად გამოუყენებელია. აი ასეთი ქოლგა კი ყველა მხრიდან დაგიცავთ. 22. ლიფტიორი გოგონები დასავლეთის ქვეყნებში ამ პროფესიის ადამიანებს დიდი ხანია ვეღარ შეხვდებით, აი, იაპონიაში კი ეს უცნაური სერვისი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. 21. მიკროტალღური მოპსი სუპერქოლგა მშვენივრად დაგიცავთ წვიმისაგან, მაგრამ რა უნდა ქნათ, როცა გცივათ? -დაივიწყეთ თბილი ზეწრების არსებობა, ეს საყვარელი მოპსი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში, შემდეგ ჩაეხუტეთ მას და მთელი ღამის განმავლობაში თბილად იქნებით. 20. ძილი ოფისში იაპონური ბიზნეს - კულტურა იმ თანამშრომლებს, რომლებიც ბევრს შრომობენ, ნებას რთავს ჩათვლიმონ სამუშაო ადგილზე. ზოგიერთი თანამშრომელი თავს განგებ იმძინარებს, რათა ხელმძღვანელობამ ჩათვალოს, რომ მათ მეტად მძიმე სამუშაო აქვთ. 19. ტუალეტის ჩუსტები იაპონელები ცნობილი არიან სანიტარული კულტურით და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვით. სწორედ მათ მოიფიქრეს ტუალეტის ჩუსტები, რათა საპირფარეშოს დაბინძურებულ იატაკსა და ოთახების სუფთა იატაკს შორის კონტაქტი მინიმალური იყოს. 18. იაპონური ვისკი თუკი შანსი მოგეცემათ, აუცილებლად გასინჯეთ ეს სასმელი, რადგან ის განსაკუთრებული ინგრედიენტებისაგან მზადდება და საოცრად მაღალი ხარისხით გამოირჩევა. 17. ნიკაპის "ჩამოსადები" მეტროში ეს "გაჯეტი" გამოიგონეს იმისათვის, რომ მძიმე და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ხანგრძლივი მგზავრობისას ნიკაპი და თავი დაასვენოთ. 16. ხელოვნური ეშვები იაპონელი ქალებს ძალიან მოსწონთ აქცენტის გაკეთება კბილებზე. ისინი ათასობით დოლარს ხარჯავენ კოსმეტიკურ პროცედურებზე, რათა თავიანთ კბილებზე ხელოვნური ეშვები მიიმაგრონ. 15. ნაყინი უცნაური გემოთი რა სახის ნაყინს არ შეხვდებით აქ: კაქტუსის, ხის ნახშირის, რვაფეხას და ასე განსაჯეთ, ცხენის ხორცის გემოთიც კი. 14. ყურების დასათვალიერებელი ხელსაწყო ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, დაგეთვალიერებინათ თქვენი ყურის ღრუ და გენახათ, თუ რა ხდება იქ? - ამ ხელსაწყოს საშუალებით თქვენი ოცნება ახდება. 13. სავაჭრო ავტომატები სავაჭრო ავტომატები დღეს აღარავის არ უკვირს, მაგრამ იაპონიაში ამ აპარატებით შესაძლებელია აბსოლუტურად ყველაფრის შეძენა, დაწყებული ახალი კვერცხით და ბლინებით, დამთავრებული ქოლგებითა და ქალის ქვედა საცვლებით. 12. იატაკის საწმენდი "ბავშვი" დიახ, დიახ, სულაც არ მოგესმათ: რატომ უნდა იფორთხოს ბავშვმა იატაკზე ტყუილუბრალოდ? მას თუ ამ კოსტიუმს ჩააცვამთ, ფორთხვის დროს იატაკს მშვენივრად მოასუფთავებს... ვერაფერს იტყვი, პრაქტიკული ხალხია იაპონელები. 11. უსასრულო ტკაცანი ალბათ ბევრ თქვენგანს უყვარს მოდუნების ის შეგრძნება, რომელსაც შესაფუთ მასალაზე არსებული ბუშტების დატკაცუნება იწვევს. იაპონელებმა ეს შეგრძნება ახალ სიმაღლეზე აიყვანეს, შექმნეს რა სათამაშო, რომელზეც ამ ბუშტების გახეთქვა უსასრულოდ შეიძლება. 10. ყველაზე მოკლე ესკალატორი მსოფლიოში ის მდებარეობას იაპონიაში, ქალქ კასავაკის ერთ - ერთ უნივერმაღში და აქვს სულ რაღაც 5 საფეხური. 9. თვითმკვლელთა შემზარავი ტყე 6, 5 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე ეს ტყე ფუძიამას მთის ძირთან მდებარეობს. აქ ხეები იმდენად მჭიდროდ იზრდება, რომ ქარი საერთოდ არ იგრძნობა. გამორჩეულად წყნარი და შემზარავი ადგილი თვითმკვლელებისათვის პოპულარული ადგილი გახდა. აქ ყოველწლიურად 100-ზე მეტი სუიციდის შემთხვევა ხდება. 8. უცნაური Kit Kat ჩვენთვის Kit Kat-ი შოკოლადის ბატონია, აი იაპონელებისათვის კი ესაა კანფეტი შემწვარი კარტოფილის, სოიის სოუსის და თქვენ წარმოიდგინეთ, ვასაბის გემოთიც კი. 7. ბალიშები მარტოხელა მამაკაცებისათვის იაპონელ ჯენტლმენს, რომელსაც ცოლი ან მეგობარი ქალი არ ჰყავს, აუცილებლად ექნება სახლში ასეთი ბალიში. 6. ბალიშები მარტოხელა ქალებისათვის არავითარი დისკრიმინაცია, როცა საქმე მარტოხელობას ეხება. 5. ბრაილის შრიფტი ლუდის ქილებზე ეს უცნაური სიმბოლოები - ბრაილის შრიფტია უსინათლოებისათვის, რომლებიც სხვებივით იმსახურებენ მაღალი ხარისხის ცივ ლუდს. 4. ველოსიპედები და ისევ ველოსიპედები ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ იაპონიაში ძალიან აფასებენ ადგილისა და სივრცის ეკონომიას. აი რატომ ითვლება აქ ველოსიპედი ყველაზე მოსახერხებელ ტრანსპორტად. 3. Washlets Washlets ანუ როგორც მას ბევრი ადამიანი უწოდებს, სუპერტუალეტი ესაა ელექტრო უნიტაზები წყლის გაფრქვევის სისტემით, რომლებიც ასუფთავებენ ადამიანის სასქესო ორგანოებს. იაპონელები უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენ ამ პიკანტურ შეგრძნებებს, რომლებიც ევროპელებისათვის ჯერ კიდევ უცხოა. 2. აერწინაღების კუნძული იაპონიის კუნძულ მიაკეძიმაზე მდებარეოპს მოქმედი ვულკანი ოიამა, რომელიც გამუდმებით უშვებს მომწამლავ აირებს. ამის გამო კუნძულის მცხოვრებლები იძულებული არიან გამუდმებით ატარონ აირწინაღები. 1. კაფსულა-სასტუმროები ეს ალბათ ყველაზე გიჟური იაპონური გამოგონებაა, რომელიც პირველად 1979 წელს გამოჩნდა და ამჟამად საოცრად პოპულარულია ამომავალი მზის ქვეყანაში. 2589 15-ს მოსწონს
|