სხვა რა საიდუმლო იმალებოდა ბანქოს დასტაში, რომელსაც თითქმის ყველა საბჭოთა ადამიანის ოჯახში ნახავდით 2016, 7 ნოემბერი, 14:26 ბანქოს ამ დასტას თამამად შეძლება კლასიკური ვუწოდოთ არამარტო იმიტომ, რომ ის უნახავს და ხელში სჭერია საბჭოთა კავშირში დაბადებულ თითქმის ყველა ადამიანს, არამედ სხვა რამის გამოც. სათამაშო ბანქო ინახავდა საიდუმლოს, რომელიც ბევრი თქვენგანისათვის არაა ცნობილი. შვეიცარიული, გერმანული თუ ფრანგული ბანქოს დასტა საგრძნობლად განსხვავდებოდა იმისაგან, რომელსაც საბჭოთა კავშირში ამზადებდნენ და რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებოდით.
საქმე იმაში, რომ ბანქოს ქაღალდებზე გამოსახული, თვალისათვის ჩვეული მეფეები, დამები და ვალეტები იყვენენ ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში არსებობდნენ. უფრო მეტიც, ისინი რეალობაშიც მეფეები და არისტოკრატი ქალბატონები იყვნენ: სინამდვილეში ბანქოზე აღბეჭდილია რუსეთის სამეფო ოჯახის წევრები, რომლებიც ოდესღაც ბალ-მასკარადზე შეიკრიბნენ. ეს იყოსამეფო კარზე გამართული ერთ-ერთი უკანასკნელი მეჯლისი, რადგან ამ ამბიდან სულ მალე რევოლუციის მარწუხების ქვეშ იმპერია დაეცა, თუმცა მოგონება ულამაზესი ბალ-მასკარადის შესახებ ასეთი უჩვეულო სახით შემოგვინახა. საიმპერატორო მეჯლისი 1903 წლის ნოემბერში გაიმართა პეტერბურგში. მისი დრეს-კოდი XVII საუკუნის ეპოქა გახდა. სამეფო კარის წარმომადგენლები გამოწყობილი იყვნენ მდიდრულ სტილიზირებული კოსტიუმებში, ფოტოგრაფებმა კი ეს მოვლენა ფირებზე აღბეჭდეს. ბანქოზე არსებული გამოსახულებები ზუსტად იმეორებს მეჯლისის მონაწილეების სახეებს. უნდა ავღნიშნოთ, რომ ბალ-მასკარადზე სულ 390 სტუმარი იყო მიწვეული, ყველა მათგანს ეცვა კარისკაცების, სეფე-ქალების, ბოიარების, ჰუსარების და მხედართმთავრების ტანსაცმელი, შეკერილი XVII საუკუნის სტილში. კოსტიუმების ესკიზები მხატვარმა სერგეი სოლომკომ შეიმუშავა, ხოლო თავად სამოსი რუსეთის იმპერიის საუკეთეს მხატვრებმა შეკერეს. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბანქოს ეს დასტა დაიბეჭდა რომანოვების სახლის დაარსების 300 წლისთავის აღსანიშნავად. ბეჭდვა წარმოებდა ალექსანდროვსკის მანუფაქტურაში. რევოლუციის შემდეგ ის დროებით დახურეს, ხოლო ცოტაოდენი ხნის შემდეგ ფაბრიკამ ისევ განაახლა მუშაობა და იქ დაიწყეს ბანქოს გამოშვება რევოლუციამდელი ესკიზების მიხედვით. მოგვიანებით ისევ ამ საწარმოში მოხდა ბანქოს დასტის ადაპტირება ოფსეტური ბეჭდვისათვის. გასაოცარია, რომ ზუსტად ბანქოს ეს ტიპი გახდა ყველაზე პოპულარული სსრკ–ში. სხვა ვერცერთმა მას კონკურენცია ვერ გაუწია, თუმცა სწორედ იმ პერიოდში იბეჭდებოდა ბანქოს სხვადასხვა სახეობა-ანტირელიგიური, ანტიფაშისტური და მრავალი სხვა. 7073 25-ს მოსწონს 1-ს არა
|