x
image
ციცი
Mediator image
"რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! "-მაია ასათიანი

image
"მალე! "პროფილი" მე-20 სატელევიზიო სეზონს იწყებს!"-ასე ანონსდენა "პროფილის" სატელევიზიო ახალი სეზონის დაწყება. რა თქმა უნდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკას კვლავ ვერ გადაურჩა გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი მაია ასათიანი. თოქ-შოუ პროფილის ოფიციალური გვერდიდან მაია ასათიანი თავის კრიტიკოსებს პოსტს უძღვნის:

"თავიდან მეგონა მარილიანი რომ იყო იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი... რა შუაშია ცრემლს რომ მარილის გემო აქვს.., მოდის, თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი-არავის დავენახები-დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს, რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა ნუ გიკვირთ!
არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! ამას ვერავინ ნახავს-ვერასდროს!
შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ. მოდიან და უბედურებას ასხივებენ. მე არ მინდა ვიყო ასეთი!
ნუ გიკვირთ -ცხოვრებას რომ ვაგრძელებ! ნუ გიკვირთ აქ ჩემს ცოცხალ ფოტოებს რომ ნახულობთ, ნუ ჭორაობთ ჩემს ზურგს უკან- რა ჭირს მაიას- რატომ იცინის...
ახლა ნუცა მეტყოდა, კარგი რა დედა, რატომ აკეთებ განმარტებებს.
ამიტომ თუ ასე ძალიან გინდათ- გეტყვით-დიახ- როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე ! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს . იმ პატარა არსების გარდა ნუცამ რომ დამიტოვა... თვითონაც მგელია და და იცის...
არადა მეგონა ცრემლი მარილიანი რომაა- იმიტომ არ მშორდება ხოლმე ტირილის დროს..." - მაია ასათიანი"image


შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანის ერთადერთი ქალიშვილი, 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა, მენინგოკოკური ინფექციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი საფრანგეთის საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიაცვალა. image

3
245
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
245
  
2017, 3 სექტემბერი, 17:30
მომკალით და რატომ მგონია, რომ სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველაფერზე მაღლა დგას ამ ,,ცნობადი სახეებისთვის,,... ეს ფეისბუქგლოვა, ,,ღრმადფილოსოფიური,, სტატუსები, საზოგადოების დანამუსება და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა ,,ნარკოდამოკიდებულებას,, ჰგავს...
2017, 3 სექტემბერი, 11:40
რაუკვირს ამქალს საინტერესოა რა, მუდმივად სხვისი ტკივილით ცდილობდა ტელევიზიის გაპიარებას და 1 თვალით მეტ ყურადღების მიპყრობას ვაი ტელევიზიისკენ და თუასე გაიტანჯე, ესეთი უგუნური როგორ ხარ ისევ სხვების კვდრებზე აკეთებ გადაცემებს. ეხ თუ ტკივილმა სწორად ანალიზი ვერ გვასწავლა ცხოვრებაში და რწმენა არშეგვემატა, ისევთუ ეშმაკს ვემსახურებით და ვცდილობთ სხვების ტკივილზე ვიშოვოთ ფული, მაშინ უბრალოდ გონიერი ადამიანი დაგისვავს კითხვას ასე მაზოხისტურად როგორ ატელევიზიებ შვილკმდარ დედებს. რა მერე ამით შენ ქ–ნო მაია? თუ სიკეთე უნდა ადამიანს ის სიბოროტით ვერ გამოუვა. როცა სხვისი ტკივილი არგესმის შენ, საზოგადოებისგან რატო ელი ტაშის კვრას შენ საქმიანობაზეე. უფლის წყალობით კიდევ არი ადამიანები ვინც ანსხვავებს სწორსა და ცრუს. ღმერთმა განაათლოს თქვენი შვილი, თქვენკი მოგმადლოთ გონიერება და გამოგაბრუნოთ ასეთი ბოროტული საქმიდან. სხვის უბედურებებზე სიარულსა და მაყუთების კეთებას ცუდი დასასრული აქვს ყველასთვის მეგობრებო.
2017, 1 სექტემბერი, 2:51
გასაგებია რო ცხოვრება უნდა გააგრძელო მაგრამ იქნებ ცოტა თავი შეიკავო და ქალს დაემგვანო.და არ დაგჭირდება ამდენი თავის მართლება
0 1 3