x
image
ციცი
Mediator image
ბიონსეს სენსაციური აღიარება


image
ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა, მომღერალმა ბიონსემ აღიარა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნი ფონოგრამით შეასრულა.

ორკესტრის პრესსპიკერმა კრისტენ დიბუამ განაცხადა, რომ ბიონსემ ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ფონოგრამის ქვეშ. მისი თქმით, დივა ნამდვილად არ მღეროდა ინაუგურაციაზე, მან დააზუსტა აგრეთვე, რომ მისთვის ცნობილია რატომ იყო მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება, რომ ბიონსეს ფონოგრამით ემღერა.

თვითონ ბიონსე და მისი ოფიციალური წარმომადგენელი, დუმილს ამჯობინებდნენ ამ ისტორიასთან დაკავშირებით, რომელმაც დასავლეთის სოციალურ ქსელებში დიდი სკანდალი გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ბიონსეს უამრავმა თაყვანისმცემელმა, რომლებმაც გაიგეს რომ მათმა კუმირმა ფონოგრამით შეასრულა ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი, განაცხადეს რომ იმედგაცრუებულები დარჩნენ ამის გამო და მის ყოველმხრივ ლანძღვას არ ერიდებიან.


და ბოლოს ბიონსემ გადაწყვიტა კომენტარი გაეკეთებინა ამ ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ იგი ნამდვილად ფონოგრამით მღეროდა. თავი კი იმით იმართლა, რომ იგი ვერ მისცემდა თავს უფლებას, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს პატარა შეცდომაც კი დაეშვა. ხოლო იმისთვის, რომ ორკესტრთან ერთად ჰიმნის რეპეტიცია გაევლო ამის დრო არც კი ჰქონდა.




"მე არ მქონდა საკმარისი დრო, იმისთვის რომ სახელმწიფო ჰიმნის რეპეტიცია გამევლო ორკესტრთან ერთად. ეს იყო შოუ, რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც მიდიოდა ეროვნულ ტელევიზიაში და მე არ შემეძლო გამერისკა, ამიტომ ვისარგებლე ფონოგრამით. ეს არის ძალიან გავრცელებული მეთოდი მუსიკალურ ინდუსტრიაში და მე ვამაყობ ჩემი გამოსვლით პრეზიდენტის წინაშე!"-აღნიშნა ბიონსემ.



6
1868
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1868
  
2013, 5 თებერვალი, 15:02
ხოდა იმიტომ არის სენსაცია, თორემ ქართველებმა რომ უფონოგრამოდ იმღერონ ეგ უფრო იქნება სენსაცია. ლაპარაკი არ მაქვს ნიჭიერ ქართველ თაობაზე, რომლებიც მართლა მღერიან და პატრონი არ ყავთ, ეს ეხება ჩვენს აღიარებულ "მომღერლებს"
2013, 5 თებერვალი, 14:59
ამერიკელებისგანაა გასაკვირი, თანაც ასეთ ღონისძიებაზე, თორემ ჩვენები სუფრაზეც ფონოგრამით მღერიან, მგონი :)
2013, 2 თებერვალი, 19:25
ოჰ...გაგვაკვირვეს და ჩვენც შევიფერეთ....თითქოს ჩვენი რომელიმე მომღერალი ლაივში მღეროდეს....
2013, 2 თებერვალი, 13:54
ორკესტრი უკრავდა, თვითონ პირს აღებდა
2013, 2 თებერვალი, 13:43
ვერ გავიგე ფონოგრამით თუ იმღერა რა მერე თითონ ხო მღეროდა..ეგ ორკესტრს თუ არ შეეძლო დაკვრა კი თქვან :D :D
2013, 1 თებერვალი, 16:13
აქვს მიზეზი და რა ქნას
0 1 6