x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქისგან" რამდენიმე დღით დასვენება გადაწყვიტა
image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რომ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", ყველასთვის კარგადაა ცნობილი. არ არსებობს საქართველოში მოვლენა, პოლიტიკური იქნება ეს თუ საზოგადოებრივი, რომ ნანუკა არ გამოეხმაუროს და თავისი აზრი არ დააფიქსიროს საკუთარ გვერდზე. მისი ყველა სტატუსი ინტერნეტსივრცეში სტატიებად იწერება.

როგორც ჩანს, ნანუკას მობეზრდა ასეთი აქტიური დასვენება. როგორც ჟურნალისტი თავის სტატუსში აღნიშნავს, გადაწყვიტა რომ რამოდენიმე დღე დაისვენოს "ფეისბუქისგან" და ცოტა ხნით დაემშვიდობა საზოგადოებას, რომელსაც იგი თავისი ენერგიის წყაროდ მიიჩნევს.

"მოკლედ, გადავწყვიტე რამდენიმე დღე დავისვენო. დასვენებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში დამოკიდებულება შემეცვალა...

ანუ, ადრე თუ შეიძლებოდა ის ხალხმრავალი და აქტიური ყოფილიყო, ამჯერად გადავწყვიტე იყოს რადიკალურად განსხვავებული. მგონია ეს ისაა, რაც ამ ეტაპზე მჭირდება ახალი ენერგიისთვის...


მოკლედ, შესაბამისად გადავწყვიტე ვცადო ფბ-ს გარეშე ცხოვრებაც... ვნახოთ რამდენი დღე შევძლებ პასიურ ცხოვრებას...

ზოგადად ტელე რეალითივით კი იქნება...

მე-აქაურობის გარეშე. ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტია, რომელიც საკუთარ თავზე ჩამიტარებია...

მოკლედ გემშვიდობებით ცოტა ხნით... სულ გახსოვდეთ რომ ჩემი ენერგიის წყარო თქვენც ხართ და მიყვარს თქვენთან ერთად ყოფნა ძალიან. დროებით!"image

ასე რომ დროებით დავემშვიდობოთ ნანუკას და მშვიდი დასვენება ვუსურვოთ მას!

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0