თაკო გაჩეჩილაძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელია. პატარა, საყვარელი და ლამაზი... ხოლო მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები", თაკომ სხვა მხრივაც დაგვანახა თავი. მართალია ცეკვით დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ შოუს მაინც თავისებურ ელფერს სძენდა, სხვა თუ არაფერი ახალისებდა მაინც თავისი გამოსვლით მაყურებელს. მაგრამ მან, როგორც იცით პროექტი დატოვა და ამ პროექტმა ალბათ დიდი გულისტკივილიც დაუტოვა, თუ გავიხსენებთ მის დაპირისპირებას ჟიურის წევრთან, ია ფარულავასთან, რომელიც არ იშურებდა მისთვის "საქებარ" სიტყვებს. ახლა კი მის პირად ფოტოებს შემოგთავაზებთ, რომელიც მის facebook-ზეა განთავსებული