"მათ შექმნეს საქართველო"-ნანუკას შოუმ ფორმატი შეიცვალა-"აპიარე და იყავი სხვისი ჯიბით და საქართველოს ბიუჯეტით "გაბღენძილი" მასა..."
ჟურნალისტი და პოპულარული ტელეგადაცემის "ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ სეზონზე თავის შოუს შეცვლილი ფორმატით სთავაზობს საზოგადოებას. როგორც ნანუკა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აღნიშნავს, მისთვის რეიტინგი მთავარი არ არის, რადგან რეიტინგი ისედაც ყოველთვის მაღალი აქვს მის თითქმის ყველა გადაცემას, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ მოეწონება ხალხს მისი კონკრეტული გადაცემა. ნანუკას შოუ პერსონებზე გადავიდა და მისი ბოლო გადაცემის სახელია "მათ შექმნეს საქართველო".
"ისევ მოვუგეთ კონკურენტ გადაცემებს, მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ
ფეხბურთსაც, რომელსაც ასე ელოდით, რაც გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ
ეს არაა მთავარი.
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მოგეწონებათ კონკრეტული გადაცემა. იცით, რომ ჩვენ ფორმატი შევცვალეთ და პერსონებზე
გადავედით ან დავდგამთ შოუს.
გვინდა რომ ყველა კონკურენტის ნიშიდან გავიდეთ და ჩემთვის ეს წელი ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეულია. ბოლო გადაცემის სახელი კი იქნება "მათ შექმნეს საქართველო" და შესაბამისად, ასეთ ადამიანებს ნახავთ მთელი სეზონი.
მე აღარ ვაპირებ რეიტინგებზე წერას, გავლილი ეტაპია ეს. ახლა მთავარია სიახლე, რომელსაც იმედია ახალ სეზონში ხედავთ.
მიყვარხართ, თქვენი ნანუკა..."
ნანუკას ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი დაუპირისპირდა:"მათ შექმნეს საქართველო, საიდანაც ყველა გარბის და მაგარი ტიპი ხარ მარტო იმ შემთხვევაში თუ ერთად გარჩენს ბებია, მამა, დეიდა, მამიდა დაა სხვა კიდევ ვინმე კეთილი ნათესავი. აპიარე და იყავი სხვისი ჯიბით და საქართველოს ბიუჯეტით "გაბღენძილი" მასა..."