შოუბიზნესი ირინა შეიკი "საჩუქრად" შვეიცარიელ მილიარდელს 60 წლის იუბილეზე 2012, 11 აგვისტო, 18:09 26 წლის მოდელი, ირინა შეიკი, ახლა იტალიაში ისვენებს. ამჯერად იგი თავის შეყვარებულთან, კრიშტიანუსთან ერთად არ იმყოფება, რადგან ფეხბურთელი ლოს-ანჯელესში ვარჯიშობს. მაგრამ ირინა სულაც არ იწყენს. იგი საკმაოდ კარგად გაერთო საღამოზე, რომელიც გაიმართა 60 წლის მილიარდელის, ფავაზ გრუოზის, დაბადების დღის აღსანიშნავად. როგორც ჩანდა მილიარდელი არ იყო უარზე, რომ რონალდუს ადგილი დაეკავებინა. ირინა შეიკი ამ საღამოზე განუმეორებელი იყო. მას გრძელი თეთრი კაბა ამშვენებდა, რომლის კორსეტიც რა თქმა უნდა მორთული იყო იმ საიუველირო ნაწარმით, რომელსაც იუბილარის ფირმა აწარმოებს. მილიარდელი ცნობილია თავისი საიუველირო წარმოებით, რომლის ნაწარმიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰოლივუდელებს შორის. მილიარდელი აღფრთოვანებული ჩანდა ირინა შეიკით და ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, რომელიც მიწვეული იყო ამ საღამოზე, ფავაზი ხშირად უმეორებდა შეიკს, რომ "შენ რომ მოხვედი, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარიაო." მიუხედავად იმისა, რომ საღამოზე ბევრი ლამაზმანი იმყოფებოდა, მილიარდელის მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ირინაზე. ასე რომ ფრთხილად რონალდუ, ბებერმა მილიარდელმა ქალი არ "აგახიოს". აღსანიშნავია, რომ ირინა და ფავაზი ხშირად იმყოფებიან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე, მართალია მათი ურთიერთობა თანამშრომლობის ფარგლებს არ სცდება, მაგრამ რა იცი რა ხდება, ყველაფერია მოსალოდნელი. 534 12-ს მოსწონს
|