x
image
ციცი
Mediator image
თამრიკო ჭოხონელიძე-"არ გეჩვენებათ, რომ უკვე ზღვარს ძალიან გადავიდნენ ტელევიზიები?! "უძაღლო ქვეყნის" სინდრომს კიდევ უფრო დიდი ასპარეზი მივეცით!"
image
"თუ გინდა ერი გადააშენო-კულტურა უნდა დაუნგრიოო... გადავყევით პოლიტიკაზე ლაპარაკს და თავზე დაგვექცა კულტურა! არა, კი არ დაგვექცა ჩვენივე ხელით დავაქციეთ!ჩემო ძვირფასებო! დიდი ხანია არაფერი მითქვამს და გამიზიარებია თქვენთვის, მაგრამ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ-არ გეჩვენებათ, რომ უკვე ზღვარს ძალიან გადავიდნენ ტელევიზიები?! ამ, ისედაც დათრგუნულ ხალხს საცინრად იგდებენ, უბრალოდ არაფრად თვლიან! ისეთ უგუნურებებს ლაპარაკობენ, რომ უკვე უცხოელები, რომლებიც ზოგჯერ ჩვენზე კარგად იცნობენ ჩვენს კულტურას, ქილიკით გვისწორებენ ეს ასე არ არისო! ასე არ შეიძლება! მე ჯერ არაფერს ვიტყვი მეტს, უბრალოდ თხოვნით მოგმართავთ: თუ გაქვთ საშუალება, ნახეთ 2 დღის წინანდელი იმედზე, ორშაბათის, 9.30-დან 9.40-მდე მონაკვეთი და თუ გაგიჩნდათ აზრი, დაწერეთ თქვენი მოსაზრება... ეს ძალიან საჭირო იქნება ისევ ჩვენი შვილებისთვის, რომლებსაც ჩვენივე გაუნათლებლობითა და უგუნურებით საკუთარ კულტურას ვუნადგურებთ! მე ველოდები თქვენს გამოხმაურებას. რა თქმა უნდა, მე ჩემს მოსაზრებას დაგიფიქსირებთ, ოღონდ ჯერ თქვენ მითხარით არის თუ არა ჩემი აღშფოთება და შეშფოთება საფუძვლიანი?! გმადლობთ."-ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, სადაც იგი ტელევიზიებს აკრიტიკებს.

ამის შედეგ მან კიდევ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, რისი საშუალებითაც სურს საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს:

"ახლა შევეცდები ჩაგაყენოთ საქმის კურსში: ორშაბათს ტელესივრცე (11 წუთი!) დაეთმო ახალგაზრდა კაცს, რომლის მიერ ნამღერსა და კლიპად ქცეულ ნიმუშს დიდი აჟიოტაჟი მოჰყოლია! ძალიან კარგი, მივესალმებით ყველა წარმატებულ პროექტს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პირდაპირ უნდა ითქვას, ეს იყო ქართველი ხალხის კიდევ ერთი დაცინვა! გაუნათლებლობის და განუკითხაობის კიდევ ერთი დემონსტრირება!როდემდე?!

1)სიუჟეტის გმირი აცხადებს, რომ 1 წელი დიდი რუდუნებით ამზადებდა ამ სიმღერას და 1 წლის მანძილზე(!) ვერ გაარკვია თურმე, რომ სიმღერა გ.ჩუბინიშვილს ეკუთვნის და არა რ.ლაღიძეს!!!(წამყვანებიც უდასტურებენ დიდის დამაჯერებლობით);

2)თურმე სიმღერას ჰქვია, "ჩუმ ბაღნარში"-მინდა გითხრათ, რომ სულმნათმა ილიამ ამ ლექსს, "ხმა გულისა" უწოდა და ასე ჰქვია სიმღერასაც! დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლექსი წაკითხულიც არ აქვთ, რადგან ილიას უწერია "ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი ვიყავ..."(სხვათა შორის ამ შეცდომით სხვებიც მღერიან)-მაღნარია მეგობრებო და არა ბაღნარი!... და კიდევ რამდენი ასეთი შეცდომა!


3)ახალგაზრდა ამბობს: ეს სიმღერა მივუძღვენი უდროოდ წასული ხელოვანების ხსოვნას, რადგანაც ის ტკივილი რაც ამ ლექსშია, ამართლებს ამ თემატიკასო! დალოცვილო, სად ნახე იქ ტკივილი?! ასეთი პოზიტივი, რაც ამ ლექსიდან მოდის. ბევრი გინახავს? კაცი სიყვარულს უმღერის და ეტრფის!-რომელ ფრაზაში ნახე ტკივილი? კიდევ ერთი დასტური, რომ წაკითხულიც კი არ აქვთ! მერე ეს იაფფასიანი სპეკულაცია გარდაცვლილებზე... თანაც ძალიან მაინტერესებს ერთი გვარი მაინც გვითხრან დროულად(!) წასული ხელოვანებისა!

4)წამყვანის ჩართვა "რთული იყო ალბათ კიდევ იმიტომ, ამას ასრულებს ლეგენდარული "ქართული ხმები"... კითხვა მაქვს-კარგი, ძველი თაობის მომღერლებზე ნაკლები ინფორმაციებია, მაგრამ მართლა ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე მაინც არ მოგისმენიათ ამ სიმღერით?! რამდენიმე წლის წინ ეკა მამალაძემ მთელი კონცერტი მიუძღვნა ამ შესანიშნავ კომპოზიტორს და ტელევიზიით არაერთხელ გადმოიცა...

5)თან აცხადებს-სოლო ვარიანტს მარტო მე ვასრულებ, თორემ ეს სიმღერა, "პოლიფონიური" და ტრიო ვერსიებით სრულდებაო.. .იცი რას ნიშნავს სიტყვა პოლიფონიური?-ასე რახარუხით რიმ ისვრით ამ სიტყვებს?! ცოტა უხერხული ხომ არ არის ეს ყველაფერი?... მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ აღარაფერია უხერხული, რადგან ჩვენ ყველაფრის ღირსები ვართ! ჩვენი ხმის ამოუღებლობით, "უძაღლო ქვეყნის" სინდრომს კიდევ უფრო დიდი ასპარეზი მივეცით! სად არის ტელევიზიებში ცენზურა?!რა ხდება ხალხნო! ჩვენ თუ არ გადავეფოფრეთ ჩვენს განძს, სხვა ამას არ უპატრონებს! ეს მხოლოდ ერთი პატარა მაგალითია, ნაწილია იმ დიდი ტკივილისა, რაც დარწმუნებული ვარ ყველას სატკივარიცაა და ბოლოს მინდა იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ამ კლიპის პრეზენტაციაზე 5-ჯერ (!)მოითხოვა მისი ჩვენება, გამომეხმაურეთ, გაცნობა მინდა თქვენი!!!
imageimageimage

0
862
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0