სხვა საჭურისები: საიდან? რატომ? როგორ? (+16) 2017, 1 სექტემბერი, 9:16 სიტყვა საჭურისი კასტრირებულ მამაკაცს აღნიშნავს. როგორც თქვენთვის ცნობილია, დასაჭურისების პრაქტიკა თავის დროზე საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო. საინტერესოა, პირველად საიდან გაჩნდა ეს იდეა და როგორი იყო საჭურისების როლი დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებში? თავად სიტყვა" საჭურისი" წარმოქმნილია ძველბერძნულიდან და სიტყვასიტყვით ნიშნავდა "საწოლის მცველს". მართლაც, ეს მამაკაცები აბსოლუტურად "უსაფრთხონი" იყვნენ, რადგან მათ ჩატარებული ჰქონდათ ნაწილობრივი ან სრული კასტრაცია (სასქესო ორგანოების ამოკვეთა). ჩვენ მიჩვეული ვართ სიტყვა საჭურისის ასოცირებას მუსულმანური ქვეყნების მბრძანებლების ჰარემებთან და მდიდრულ სასახლეებთან, თუმცა, როგორც ჩანს, საჭურისები მხოლოდ ამ მიზნით როდი "გამოიყენებოდნენ''. მოდით, გავარკვიოთ, რა დანიშნულება ჰქონდათ საჭურისებს და რაში გამოიხატებოდა მათი როლი აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებში. როგორ გაჩნდნენ საჭურისები? მამაკაცთა კასტრირების პრაქტიკა ასურეთში, ძველ ინდოეთში, ეგვიპტესა და სპარსეთში იღებს სათავეს. მას ხშირად ექვემდებარებოდნენ ომში დამარცხებული მტრის მამაკაცები: ითვლებოდა, რომ ამ დამცირების შემდეგ ისინი ყველაზე მორჩილ და ბრძანებების უსიტყვოდ შემსრულებელ მონებად გადაიქცეოდნენ. ოსმალეთის იმპერიაში საჭურისების არმიას უცხო ქვეყნებიდან-ძირითადად ბალკანეთის ნახევარკუნძულის და აფრიკიდან ჩამოყვანილი ტყვე-ბიჭუნებით ავსებდნენ. თეთრკანიანი საჭურისები ემსახურებოდნენ მამაკაცებს, ხოლო შავკანიანები - ქალებს- ესე იგი ჰარემს. თუ რომელიმე მონა-ქალი შემთხვევით დაფეხმძიმდებოდა, არანაირი საჭურისის " მამობაზე" იქ საუბარი არ იყო. ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ კასტრირების ტრადიცია მასობრივად იყო გავრცელებული მართლმადიდებელ ბიზანტიაშიც. ხშირად მშობლებიც კი ღებულობდნენ ასეთ გადაწყვეტილებას უმცროსი ვაჟების მიმართ, რომ მათ მემკვიდრეობაზე პრეტენზია არ ჰქონოდათ. დაკოდილ ბიჭებს შემდეგ მონასტერში აგზავნიდნენ, მაგრამ ცნობილია შემთხვევებიც, როცა საჭურისები მაღალ სახელმწიფო თანამდებობას აღწევდნენ: მიზეზი ამისა იყო ის, რომ ისინი დიდი ნდობით სარგებლობდნენ, რადგან არ იყო საშიშროება იმისა, რომ კასტრატი მამაკაცი ხელისუფლების ხელში ჩაგდებას მოინდომებდა თავისი მმართველი დინასტიის შესაქმნელად. ხელოვნებისათვის შეწირული მსხვერპლი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, ხელოვნების გულისათვის თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა დასავლეთ ევროპაში ბიჭუნების კასტრირების ტრადიცია. სუფთა და წკრიალა ხმის შესანარჩუნებლად მათ ადრეულ ასაკში უკეთებდნენ ამ ოპერაციას. რომის პაპის გუნდის განსაცვიფრებელი სოპრანოების მქონე კასტრატები 1878 წლამდე მღეროდნენ სიქსტის კაპელაში და ასრულებდნენ მთავარ როლებს იტალიურ ოპერაში. იმ დროის ყველა ცნობილი კომპოზიტორი საოპერო არიებს წერდა არა ქალებისათვის, არამედ საჭურისების უნიკალური ხმებისათვის, რომლებიც ფლობდნენ ფილტვების საოცარ ძალას (საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქალებს წინათ აკრძალული ჰქონდათ სცენაზე გამოსვლა და ქალების პარტიებს ოპერაში მამაკაცები ასრულებდნენ). ასე, მაგალითად, ცნობილ იტალიელ მომღერალს ფარინელის შეეძლო ეტრაბახა გასაოცარი ხმით, რომლითაც იღებდა სამნახევარ ოქტავას, ხოლო ფართო დიაპაზონი მას საშუალებას აძლევდა შეესრულებინა როგორც სოპრანოს, ასევე კონტრალტოს პარტიები. გარდა ამისა, კასტრატებს ძალუძდათ ერთი ამოსუნთქვით ემღერათ დიდი სიგრძის ფრაგმენტი, რაც ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია. სცენის ამ ვარსკვალებზე ჭკუას კარგავდნენ ცნობილი ქალბატონები, ამყარებდნენ მათთან რომანტიკულ კავშირს, რომელიც უფრო პლატონურ სიყვარულზე იყო დაფუძნებული და აბსოლუტურად უსაფრთხო იყო (დაფეხმძიმების თვალსაზრისით). მუსიკის ისტორიაში საჭურისები უკანასკნელად XX საუკუნის დასაწყისში მღეროდნენ, თუმცა ძნელია შეაფასო მათი შემოქმედება, შემორჩენილია მხოლოდ ძალიან მდარე ხარისხის გრამაფონული ჩანაწერები. ყიზლარ-აღა - ყველაზე გავლენიანი საჭურისი კასტრაციის ტრადიციას თურქეთში სულეიმან დიდის დროს ჩაეყარა საფუძველი, რომელმაც დაიწყო მათი გამოყენება ჰარემის მცველებად. ამ ქვეყანაში მათზე დიდი მოთხოვნილება იყო და ზოგიერთ საჭურისს დიდი კარიერის გაკეთებაც კი შეეძლო. ასაკში შესვლის შემდეგ ისინი ტოვებდნენ სამსახურს, ყიდულობდნენ სახლს და ქორწინდებოდნენ კიდეც. ამის გამო თურქეთში თვითნებური ტრადიციაც კი დამკვიდრდა საჭურისებად ყოფნის მსურველებისა. საჭურისები ძირითადად ღარიბი ოჯახებიდან იყვნენ და სასახლეში კარგი ცხოვრების გამო სულაც არ ხვდებოდნენ. ნაკლებადშეძლებული ოჯახების მამები, რომელთაც შვილებისათვის ვითომდა კარგი სურდათ, მათ ამ ერთობ სპეციფიკურ სამსახურში უშვებდნენ. სასახლეში ისინი უფროსი საჭურისების მოსწავლეები ხდებოდნენ და მოსამსახურის როლს ასულებდნენ, რაშიც უმნიშვნელო თანხას უხდიდნენ. რაც ყველაზე მთავარია, ისინი ელემენტარულ განათლებას ღებულობდნენ. თუ გაუმართლებდა, შეიძლებოდა რომელიმე მათგანი სამხედრო ჩინოსანი ან ფინანსური მრჩეველიც კი გამხდარიყო. ზოგ საჭურისს ბავშვებიც კი აჰყავდა შვილად, თუმცა ეს ბავშვი აუცილებლად მისი გვარიდან უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება ყიზლარ-აღა გახლდათ ერთ-ერთი უძლიერესი და უმდიდრესი ადამიანი ოსმალეთის იმპერიაში 1912 წლამდე. ის ხელმძღვანელობდა აბდულ ჰამიდ II-ის ჰარემს, ტახტის მემკიდრეების საქმეებს, განაგებდა სასახლის ფინანსებს, ასევე მის დაქვემდებარებაში იყო სტამბოლის მეჩეთები და წმინდა ქალაქები მექა და მედინა. ყიზლარ-აღა იყო მეფის კარისკაცების უფროსი და მისი ნებართვის გარეშე კაციშვილი ვერ შეაღწევდა სულთანთან. ლი ლიანინი (ცინების ეპოქის საჭურისი იმპერატორი) მამაკაცთა დასაჭურისების პრაქტიკა ძველ ჩინეთშიც საკმაოდ იყო გავრცელებული. ისტორიული მონაცემებით, უკანასკნელი, ცინების დინასტიის დროს იმპერატორის კარზე ყოველწლიურად წარადგენდნენ 40 კასტრირებულ ბიჭუნას, მათ შორის იყვნენ სიკვდილით დასჯილი დამნაშავეების შვილები და ან ბავშვები, რომლებიც მშობლებს მოსტაცეს და საკმაოდ კარგ თანხად გაყიდეს საჭურისად. ჩინელებისათვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეთოდი სამეფო კარზე სამსახურის საშოვნელად, რაც სრულებით არ გამორიცხავდა მომავალში ხელისუფლების სათავეში მოქცევას, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ლი ლიანინის შემთხვევაში. 6 წლის ასაკში კასტრირებული, ღარიბი ოჯახიდან გამოსული საზრიანი ბიჭუნა მეტად წარმატებული გამოდგა. მან მოახერხა აკრძალული ქალაქის მთავარ საჭურისად გახდომა. დაქვრივებული იმპერატორის ცის მარჯვენა ხელი ფაქტიურად მასზე მაღლა იდგა და ქვეყანას მართავდა. შემზარავი ოპერაცია და სამუდამო ტანჯვისათვის განწირულები მაინც როგორ ხდებოდა ბიჭუნების კასტრირება?-არსებობდა კასტრირების სამი ხერხი: ბიჭუნას ან მამაკაცს მთლიანად აჭრიდნენ სასქესო ორგანოს და საკვერცხეებს, ახდენდნენ მხოლოდ სასქესო ორგანოს ამპუტირებას და მესამე: სასქესო ორგანოს ტოვებდნენ და მხოლოდ საკვერცხეების კასტრირებას ახდენდნენ. უკანასკნელ შემთხვევაში ზრდასრულ მამაკაცს რამოდენიმე წლის განმავლობაში უნარჩუნდებოდა ერექცია. ჩინეთში ძირითადად ახდენდნენ სრულ კასტრაციას: ბიჭუნას ან მამაკაცს მთლიანად აჭრიდნენ ორივე სასქესო ორგანოს. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი კეთდებოდა აბსოლუტურად უნარკოზოდ, გაუტკივარების გარეშე არცთუ სტერილური ინსტრუმენტებით. უმძიმესი ოპერაციის შემდეგ კასტრირებულთა ნახევარი იღუპებოდა, ხოლო გადარჩენილებს უხდებოდათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოეყენებინათ სხვადასხვა ხელოვნური საშუალებები მოსაშარდად. ევროპელები, ვისაც საიმპერატორო ჩინეთში უმოგზაურიათ, ყვებოდნენ შარდის საშინელ სუნზე, რომელიც ყველგან იგრძნობოდა: ქუჩებში, ეზოებში, სახლებში და საიმპერატორო სასახლის დერეფნებსა და ოთახებშიც კი. კასტრირებული მამაკაცების სამსახურში აყვანის პრაქტიკა მხოლოდ ХХ საუკუნის დასაწყისში მოისპო. საბედნიეროდ, ამ მავნე ტრადიციამ საქართველოში გავრცელება ვერ ჰპოვა. 2129 9-ს მოსწონს 1-ს არა
|