რელიგია მხოლოდ ამ 7 ქალს აქვს რომის პაპთან თეთრი სამოსით მისვლის უფლება - იცით რატომ? 2017, 18 აგვისტო, 22:07 ცოტამ თუ იცის, რომ რომის პაპთან შეხვედრისას ქალს აუცილებლად უნდა ეცვას შავი, გრძელსახელოებიანი სამოსი და თავზე ეხუროს შავი მანდილი. ეს უძველესი ტრადიცია ჯერ კიდევ იმ დროიდან მომდინარეობს, როცა მონარქია მმართველობის ძირითადი რეჟიმი იყო მთელ მსოფლიოში. პაპის თანდასწრებით თეთრი სამოსის ტარება შეეძლოთ მხოლოდ კათოლიკური აღმსარებლობის დედოფლებსა და მეფისასულებს. აღნიშნული ტრადიცია დღესაც გრძელდება. მაგრამ კათოლიკური აღმსარებლობის მქონე დედოფალი და პრინცესა დღეს მხოლოდ შვიდია. შესაბამისად, პაპთან შეხვედრისას თეთრი ფერის სამოსის ტარების პრივილეგიაც მსოფლიოში მხოლოდ 7 ქალბატონს აქვს. ეს ქალბატონები არიან: მონაკოს პრინცესა შარლენი, ესპანეთის დედოფლები სოფია და ლიტიცია, ბელგიის დედოფლები მატილდა და პაოლა, ლუქსემბურგის ჰერცოგინია მარია ტერეზა და ნეაპოლის პრინცესა მარია. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რა გავლენას ახდენს ლოცვა ადამიანის სისხლზე - შოკისმომგვრელი აღმოჩენა, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს! 2. ნატოს ქვეყნების პირველი ლედების ამ ფოტომ მსოფლიო აალაპარაკა - კარგად დააკვირდით! 3. რატომ ეწოდა "შურისძიების კაბა" პრინცესა დიანას ამ სამოსს - საიდუმლო, რომელიც დიდხანს ამოუხსნელი რჩებოდა 4. იცით რატომ ჰქონდა რონალდუს კეფაზე ორი ხაზი დახაზული? - ამ ამბავმა ბევრი აატირა... 5. რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტურ ბორდელებში - საიდუმლო, რომელსაც დღემდე საგულდაგულოდ მალავდნენ! 1775 5-ს მოსწონს
|