x
image
natia.a
რა გავლენას ახდენს ლოცვა ადამიანის სისხლზე?
image

ბოლო დროს მეცნიერები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან იმით, თუ რა გავლენას ახდენს სიტყვა, კონკრეტულად კი ლოცვა ადამიანის ორგანიზმზე. ამ საკითხის შესახებ მიღებული პირველივე სამეცნიერო დასკვნები განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა და ბევრი ათეისტი საგონებელში ჩააგდო.


image
კვლევები ტარდებოდა დარემში (სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ), ჰერცოგის უნივერსიტეტსა და ადგილობრივ საავადმყოფოში. მკვლევარებმა მოიწვიეს სხვადასხვა კონფესიების რამდენიმე ბერი, მონაზონი და მღვდელი და სთხოვეს მათ ელოცათ გულის სხვადასხვა დაავადების მქონე 700 პაციენტისთვის. რამდენიმე დღის მანძილზე ექიმები აკვირდებოდნენ აღნიშნული პაციენტების მდგომარეობას, ხოლო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, ყველა მონაცემი გადასცეს მკვლევარებს. სულ მალე, პროფესორმა მიტჩელ კრუშოფმა კვლევის შედეგები საზოგადოებას გააცნო: ლოცვების წყალობით 500 პაციენტს აღენიშნა გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება 93%-ით.


უკრაინელმა მეცნიერმა კი გადაწყვიტა გამოეკვლია ლოცვის გავლენა ადამიანის სისხლზე. მიხაილ ივანოვიჩ ლაზორიკს აღნიშნული იდეა ორმოცდაათი წლის წინ გაუჩნდა. მიხაილ ლაზორიკი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის დოცენტი, უკრაინის დამსახურებული გამომგინებელი და ჰომეოპათია. მუშაობის მანძილზე მეცნიერს დაპატენტებული აქვს 166 გამოგონებაზე მეტი.



image
ლაზორიკის კვლევის მიზანი იყო გაერკვია როგორ იცვლება სისხლის სტრუქტურა ლოცვის დროს. ექსპერიმენტი ჩატარდა განათლების სხვადასხვა დონის მქონე ორმოცდაათ ადამიანზე. პაციენტებს აწუხებდათ ათეროსკლეროზი, В ჰეპატიტი, გულის პათოლოგიები და სხვა დაავადებები.

კვლევისპირებს სისხლს უღებდნენ თითიდან და ვენიდან ლოცვების კითხვის დაწყებისას და დასრულებისას. დაუჯერებელია, მაგრამ ცდისპირთა უმეტესობაში, ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ორგანიზმის დამცავი ძალები მნიშვნელოვნად იმატებდა. მაგალითად, ერთ-ერთ ცდისპირ მამაკაცს დადგენილი ჰქონდა ოსტეომიელიტის (ფეხის ძვლების ლპობა) დიაგნოზი. როცა შეადარეს სისხლის მაჩვენებლები ლოცვის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ, ფაგოციტოზის ერთ-ერთი მაჩვენებლის დონე სისხლში ექვსჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ექსპერიმენტის დაწყებამდე.


image
როგორც ცნობილია, სისხლი შედგება წყლისგან, წყალზე ლოცვის გავლენა კი უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია (იხილეთ სტატის იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ლოცვა წყლის შემადგენლობაზე და რატომ აქვს ნაკურთხ წყალს სამკურნალო თვისებები). წყლის უჯრედების სტრუქტირის ცვლილებების შედეგად ცვლებას განიცდისსისხლის უჯრედებიც. როცა მეცნიერმა მთელი ჯგუფის შედეგები შეჯამა, აღმოჩნდა, რომ ლოცვას უძლიერესი ეფექტი აქვს. ეს კი იმით აიხსნება, რომ ანთებითი პროცესის დროს ვითარდება გამომწვევის მიმართ აგრესია, ლოცვა კი ამ შემთხვევაში დამამშვიდებლად მოქმედებს. მიხაილ ლაზორიკმა ლოცვის ამ უნიკალური შესაძლებლობის შესახებ თავისი აღმოჩენა დააპატენტა კიდეც.


image
"ლოცვის დროს ასევე ირღვევა პათოლოგიური კავშირები ტვინის ნეირონებს შორის, რადგან ადამინი აღარ ფიქრობს ავადმყოფობაზე", - ამბობს სანკტ-პეტერბურგის, ვ.მ. ბეხტერევის სახელობის, ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი სლეზინი. ზოგჯერ ეს სასიკვდილო დაავადების მქონე ადამიანებში სრულ განკურნებასაც კი იწვევს. მეცნიერებაში ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნების არაერთი შემთხვევაა ცნობილი, თუმცა ისინი უფრო დაწვრილებით შესწავლას საჭიროებს.


image

ლაზორიკის კვლევით დამტკიცდა, რომ ლოცვის კითხვის დროს, ბგერითი ტალღები ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს და სისხლის მაჩვენებლების მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს, ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ლოცვაში ჩართულია ადამიანის როგორც ცნობიერება, ასევე თვალები, ხმა და სამეტყველო აპარატი.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის!

image


2. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს
image

3. რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის!

image


4. რა განსხვავებაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის

image


5. ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ: რატომ? წაიკითხეთ და მიხვდებით!

image



0
1982
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1982
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0