x
image
natia.a
ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ: რატომ? წაიკითხეთ და მიხვდებით!

image

მე დაკარგული თაობის ნაწილი ვარ

და უარს ვამბობ მჯეროდეს, რომ

მე შემიძლია სამყაროს შეცვლა.

გაგიკვირდებათ, მაგრამ უკვე დავრწმუნდი,


"ბედნიერება უკვე შენშია"

- სინამდვილეში ტყუილია.

"ფული მომიტანს ბედნიერებას"

და ოცდაათი წლის ასაკში შვილს მოვუყვები, რომ

ის არ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი.

ჩემს უფროსს კი ეცოდინება,

ჩემი პრინციპი აი, ეს არის -

"სამუშაო

მნიშვნელოვანია, ვიდრე

ოჯახი"

მისმინეთ:

უხსოვარი დროიდან

ოჯახები ერთად ცხოვრობენ

მაგრამ

დღეს სწრაფი გადაწყვეტილების ხანაა,

გამოცდილი ადამიანები მეუბნებიან,

ოცდაათი წლის შემდეგ განქორწინების ათი წლისთავს ვიზეიმებ.

მე არ მჯერა, რომ

ვიცხოვრებ ქვეყანაში, რომელსაც თავად შევქმნი.

მომავალში

ბუნების განადგურება ნორმად ჩაითვლება.

აღარავინ იტყვის, რომ

შევძლებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი მშვენიერი პლანეტა.

და რაღა თქმა უნდა,

ჩემი თაობა უკვე დაკარგულია.

სისულელეა გჯეროდეს, რომ

იმედი არსებობს.



Jonathan Reed, "Lost Generation".



ახლა კი წაიკითხეთ ეს თეთრი ლექსი მეორედ, ქვემოდან ზემოთ.


ჯონათან რიდის "დაკარგული თაობა" - ლექსი, რომელიც ორივე მხრიდან იკითხება და წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების ორი საპირისპირო სიუჟეტის ერთგვარ სიმბოლოს. რომელ მათგანს აირჩევთ - ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.


ესეც ორიგინალი ვერსია:




9
7095
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
7095
  
2017, 14 ოქტომბერი, 16:41
ძალიან კარგია როგორ მომეწონა ^–^
2015, 10 ივლისი, 21:03
ძალიან კარგი იყო ^–^
2015, 10 ივლისი, 21:02
თეთრი ლექსია :)
2015, 28 იანვარი, 18:52
სადაა ლექსი ვერავითარ ლექს ვერ ვხედავ
2015, 27 იანვარი, 15:25
ძალიან კარგია
2015, 27 იანვარი, 11:46
რა თქმა უნდა, დედა მყავს სკოლის დირექტორი და მეთორმეტე კლასსში ცდილობდა არცერთი დღე არ გამეცდინა, ან თუ ვაცდენდი ყველა არა ყოველთვის მეწერა, რომ ვბუზღუნებდი ხოლმე, რადგან მუხიანიდან მიწევდა დიღომში სიარული სულ იმას მეუბნებოდა შენ რომ არ იარო სხვებს როგორ მოვთხოვო სიარულიო. სამწუხაროდ ისეთები ითხოვენ კანონის დაცვას, რომლებიც თვითონვე არღვევენ, ანუ კანონს სიტუაციის და მიხედვით იცავენ, თუ ფეხით მოძრაობს მაშინ მას არავინ უნდა შეუშალოს ხელი, მაგრამ თუ მანქანით არის შეუძლია ზებრაზე გააჩეროს, ისევ და ისევ თავისი კომფორტისთვის... უბრალოდ უაზრო ხალია ბევრი, რომლებსაც ვიღაცაზე მეტად მიაჩნია საკუთარი თავი.
2015, 27 იანვარი, 11:36
მე ყოველთვის ვცდილობ რომ რაც ხელ მეწიფება მაქსიმალურად გავაკეთო,აუცილებელია რომ ადამიანმა საკუთარი გასაკეთებელი გააზრებით და სწორად აკეთო,რადგან გქონდეს იმის უფლება რომ სხვებს შენს მაგალითზე მოუწოდო.მე ერთი შვილი გავზარდე და ვთვლი მარტო მე კიარა ჩემი გარემოცვა ვინც კი იცნობს ჩემ ოჯახს,კარგად აღზრდილი და ერუდირებული ადამიანია.ამიტომ ვთვლი რომ იმედი ყველასთვის ხელმისაწვდომია,რადგან ჩვენ ადამიანებს იმიტომ გვაქვს ადამიანის სტატუსი რომ ყველას შეგვწევს უნარი ადამიანურად ვიცხოვროთ.სიყვარული კი ეს უდიდესი მადლია რაც უფლის ნებით ნიჭად გვევლინება და ყველას შეგვიძლი ეს მადლი ლამაზად და გემოვნებით შევირგოთ,რომ მისი მეშვეობით გავალამაზოთ ჩვედნი ამ ქვეყნიური ყოფნა!
2015, 27 იანვარი, 10:51
იმედიც არის და დიდი შანსიც, უბრალოდ უმანკოების დანახვა უნდა შევძლოთ, სარეველას დანახვა და სათითაოდ ამოგლეჯვა განვითარებული საზოგადოებიდან. იმ ხალხის გაქრობა და იმ მენტალიტეტის მოსპობა რომელიც უფსკრულისკენ მიგვათრევს, ისევე უნდა შევიყვაროთ ადმიანებმა ერთმანეთი, დავაფასოთ მათი სიცოცხლე იმაზე მეტად ვიდრე რაიმე მატერიალური, თუნდაც ძალიან "დზვირადღირებული". უნდა გავიაზროთ, რომ ის რასაც ვაკეთებთ მოქმედებს ჩვენს გარშემო მყოფებზეც და შემდგომში იმოქმედებს ჩვენს მომავალ თაობაზეც, იმ შვილებზეც, რომლებზეც თითქოს და "გაგიჟებას" ვაპირებთ სიყვარულით, ამ დროს კი მათ მომავალს ვჩეხავთ თითოეული ხის სახით, მათ ჰაერს ვაბინძურებთ თითოეული პოლიეთილენის პარკის გადაგდებით ქუჩაში... ყველას უნდა საზოგადოების შეცვლა, მაგრამ არავინ არ იწყებს საკუთარი თავიდან. ადამიანებს, ხომ სრცხვენიათ საკუთარი თავის აღიარება, ჩვენ "უნაკლო ღორები" ვართ.
2015, 20 იანვარი, 13:44
მე მომწონს ქვემოდან ზემოთ რომ იკითხება,მეორე ვერსისა არ მომწონს.იმედი ცხოვრების აზრია მის გარეშე ცხოვრება ტანჯვაა.იმედი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
0 1 9