x
image
მანჩო 777
მომავლის გასაოცარი გამოგონებები, რომლებიც სულ მალე დაიმკვიდრებენ ადგილს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში
უახლესი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების წყალობით სამყარო გასაოცარი სისწრაფით იცვლება. იქმნება გამოგონებები, რომელთაც სულ ცოტაოდენი ხნის წინათ მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში თუ ვნახავდით. დღეს სწორედ ასეთ ნოვაციებზე გვექნება საუბარი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა მომავლის ნივთები, რომელიც სულ მალე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.


1. The Third Thumb- მესამე ცერა თითი



image

ლონდონის სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებულმა დენიელ კლოდმა გამოიგონა The Third Thumb ანუ მესამე ცერა თითი. ერთი შეხედვით ის პროთეზს ჰგავს, თუმცა მისი დანიშნულება ამპუტირებული თითის შეცვლა კი არაა, პირიქით-ადამიანის შესაძლებლობების გაფართოება.

მესამე ცერის მართვა შესაძლებელია ფეხზე დამაგრებული გადამცემით. თითი დაგეხმარებათ უფრო იოლად დაუკრათ გიტარაზე, გამოიყენით დევაისები, მყარად დაიჭიროთ საგნები ხელში.


2. Paqsule-ჭკვიანი ჩანთა


image

Paqsule-ჭკვიანი ჩანთაა. საკმარისია ღილაკს ხელი დააჭიროთ, რომ ულტრაიისფერი სინათლის და ოზონის დახმარებით ის მიკრობებისა და ცუდი სუნისაგან გაასუფთავებს ყველაფერს, რაც ჩანთაში დევს. პროცედურა 35 წუთს გრძელდება. ჩანთის მართვა ხორციელდება iOS და Androi-ის ფუნქციებით. Paqsule აღჭურვილია 20 სმარტ-ფუნქციით.


3. Water Walker and spa-წყლის და სპა ტრენაჟორი


image

ზოგი თქვენგანი გასახდომად სარბენ ბილიკს იყენებს, ზოგიც კი აკვააერობიკითაა დაკავებული. Water Walker and spa-გამოგონებაა, რომელიც აერთიანებს ამ ორს. მისი დადგმა სახლშიცაა შესაძლებელი და სავარჯიშო დარბაზშიც.

მოწყობილობას რამდენიმე რეჟიმი აქვს. სურვილის შემთხვევაშიც მისი სპად გამოყენებაცაა შესაძლებელი.


4. Amabrush-ინოვაციური კბილის ჯაგრისი


image

Amabrush-საკმარისია ის პირის ღრუში ჩაიდგათ და უკვე 10 წამის შემდეგ თქვენ აბსოლუტურად სუფთა კბილები გექნებათ. მოწყობილობა შედგება მუნდშტუკის, ჯაგრისის და კბილის პასტიანი კაფსულებისაგან. კბილების გასასუფთავებლად ჯაგრისი პირის ღრუში ვიბრირებს. მუნდშტუკზე დამაგრებული ჯაგრისის ბუსუსები დახრილია 45 გრადუსით და დამზადებულია ანტიბაქტერიული სილიკონისაგან. Amabrush-ს გააჩნია iOS და Android ფუნქციები სხვადასახვა რეჟიმზე დასაყენებლად. ეს ინოვაცია სულ რაღაც 90 ევრო ღირს.


5.Anti Theft Backpack-მოპარვის საწინააღმდეგო ჩანთა


image

Anti Theft Backpack-ეს საკმაოდ ელეგანტური ჩანთაა, რომლის მოპარვაც ქურდებს არ აწყობთ. ის აღჭურვილია დაფარული ელვა-შესაკრავებით და საიდუმლო ჯიბეებით. შეკერილია განსაკუთრებით მტკიცე წყალგაუმტარი ქსოვილისაგან, რომლის გაჭრაც უბრალო დანით ან მაკრატლით შეუძლებელია. ჩანთას აქვს USB-პორტი დასამუხტად, შუქამრეკლი ნაწიბურები და ღვედი ტვირთისათვის.


6.Airing Micro-CPAP-მიკრო სასუნთქი აპარატი


image


Airing Micro-CPAP-ერთჯერადი მოწყობილობაა, რომელიც შეიქმნა აპნოეს სინდრომთან საბრძოლველად. აპნოეს სინდრომი-ძილის დროს სუნთქვის უეცარ შეჩერებას ნიშნავს. სხვა ანალოგიური დანიშნულების მოწყობილობებისაგან განსხვავებით, Airing Micro-CPAP პატარაა და კომპაქტური.

სავენტილაციო ხვრელის შიგნით იქმნება წნევა, რათა ადამიანმა შეძლოს თანაბრად სუნთქვა ხვრინვის გარეშე და მისი სუნთქვა არ შეჩერდეს, სანამ ძინავს. რა ღირს Airing Micro-CPAP - ჯერ ცნობილი არაა. პროექტი ჯერჯერობით დამუშავების სტადიაშია.

7. Polarseal-პოლარული სვიტერი


image

Polarseal-ჰაერ და წყალგაუმტარი ჯემპრია, რომელსაც თქვენი გათბობა შეუძლია 10 საათის განმავლობაში. ამისათვის საკმარისია პატარა ღილაკს დააჭიროთ ხელი. ის იდეალურია მოთხილამურეების, მორბენლების და ცივ ამინდში გასეირნების მოყვარულთათვის. შექმნილია როგოც ქალის, ასვე მამაკაცის ჯემპრის ვარიანტები.


8. MTG Dental Camera-კბილის სადიაგნოსტიკო კამერა


image


MTG Dental Camera- შეიქმნა კბილების მდგომარეობის დიაგნოსტიკისათვის, რათა ექიმთან სიარულში ზედმეტი დრო არ დახარჯოთ. საკმარისია ამ კამერით მოახდინოთ კბილების ფოტოგრაფირება, შემდეგ ამ ფოტოს მობილურის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნით თქვენს დანტისტს, ის კი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ექიმთან ვიზიტი (ქართველი ექიმების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ - მათი 99% გეტყვით, რომ მკურნალობა აუცილებელია, თუნდაც ამის საჭიროება არ იყოს).


9. Levitating Timepiece — Story- ლევირებადი საათი


image


Levitating Timepiece — Story-ესაა პირველი ლევირებადი საათი. მას ისრების მაგივრად აქვს ალუმინის ბურთულა და ხისგან გაკეთებული სწორი ზედაპირი. საათი იმითაა უნიკალური, რომ მისი დაყენება შეიძლება დროის ნებისმიერ მონაკვეთზე; ასე, მაგალითად: დღეზე, წელზე, 10 წელზე და თქვენი პროექტის დედლაინის თარიღზეც კი. თუ საათის ორიგინალურობისაგან დაიღლებით, შეგიძლიათ მასში ჩართოთ შუქდიოდური დისპლეი და ის იმუშავებს, როგორც ჩვეულებრივი საათი.


10. Spray-on Fabric- ქარხნული სპრეი

image

Spray-on Fabric-ესაა ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩვეულებრივი დეზოდორანტის ბალონიდან გააფრქვიოთ ბოჭკოებისა და პლასტიკის თხევადი ნარევი.შემდეგ ის მყარდება და გადაიქცევა ტანსაცმლად, რომელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ, გარეცხოთ და ისევ ატაროთ.

ამ გამოგონების პატენტი ესპანელ დიზაინერ მანუელ ტორესს ეკუთვნის. მან დააფუძნა კომპანია Fabrican Ltd, რომელიც გეგმავს ამ ტექნოლოგიით აწარმოოს მარლა, ჰიგიენური ტამპონები და ავეჯის გადასაკრავი ქსოვილიც კი.


11. Vitastiq-ინოვაციური კალმისტარი


image


Vitastiq-ორიგინალური კალამია, რომელსაც მობილურის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია განსაზღვროს, რამდენი ვიტამინი და მინერალია თქვენს ორგანიზმში. უბრალოდ კალამი უნდა გაისვათ ხელისგულზე და ყველა მონაცემი აისახება სმარტფონის ეკრანზე. ინოვაციის შემქმნელები აცხადებენ, რომ პროექტს არ შეუძლია მთლიანად შეცვალოს ექიმთან ვიზიტი, თუმცა შეუძლია აკორექტიროს თქვენი დიეტა და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი.



12. HAPIfork- ჭკვიანი ჩანგალი


image


HAPIfork-ჭკვიანი ჩანგალია, რომელიც აკონტროლებს თქვენი კვების რეჟიმს. მისი საშულებით დიეტის დაცვა გაცილებით იოლია. როცა ადამიანი საკმაოდ სწრაფად ჭამს, ჩანგალი იწყებს ვიბრირებას და მასზე ინთება წითელი სიგნალი. ჩანგლის გარეცხვა შეიძლება ჩვეულებრივ ხელით ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ის იტენება USB-კაბელით ან კომპიუტერთან მიერთებით.


13. The Color Rings-ფერადი ბეჭდები


image

The Color Rings- უსადენო მოწყობილობა გამოიგონეს არგენტინაში კომპანია BCK-ს ინჟინრებმა. ის საშუალებას მოგცემთ ილაპარაკოთ ტელეფონზე უფრო კომფორტულად და ბუნებრივად, ვიდრე უწინ. საუბრის დაწყება ძალიან იოლია: საკმარისია მიიტანოთ პირთან ან ყურთან ცერა და ნეკა თითები, რომლებზეც ბეჭდები გიკეთიათ. მათში ჩამონტაჟებულია გადამცემები, რომლებიც ასრულებენ მიმღების და მიკროფონის როლს.






0
662
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0