x
image
მანჩო 777
ძალიან გიყვართ მოხარშული სიმინდი? - ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თავს შეიკავებთ მისი ჭამისაგან
სიმინდი ხორბლისა და ბრინჯის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მარცვლეულია. ნოყიერი, გემრიელი, არომატული- ის ყოველთვის ითვლებოდა კვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტად. ზღვა და მოხარშული, ოხშივარადენილი სიმინდი ხომ ლამის სინონიმებად იქცა, თუმცა ბოლო ხანს ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს საყვარელი სასუსნავი არც ისე უსაფრთხო ყოფილა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მაინც რა მოხდა, რა შეიცვალა ამ ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე?


image


ყოველდღურად ჩვენს მენიუში არის უამრავი პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სიმინდი: მჭადი, ღომი, სახამებელი, მოხარშული სიმინდი, ბატიბუტი..ამ სიიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. სამწუხაროდ, ამ მარცვლეულის რეპუტაცია წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო უარესდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი თვისება, რაც სიმინდს გააჩნია, ესაა ცხიმოვანი მჟავების ომეგა-3-ის და ომეგა-6-ის ცუდი თანაფარდობა. ომეგა-3 ასტმულირებს ჩვენს ორგანიზმში ანთების საწინააღმდეგო ჰორმონების გამომუშავებას, ხოლო ომეგა-6 კი პირიქოთ, აბრკოლებს ანთების საწინააღმდეგო ჰორმონების წარმოქმნის პროცესს. როგორც კი ომეგა-6 რიცხობრივად გადააჭარბებს ომეგა-3-ს, ადამიანის ორგანიზმი კარგავს ანთებითი პროცესების კონტროლის შესაძლებლობას, რომლებიც დროდადრო წარმოიქმნება მასში. ანთება კიდევ უფრო პროგრესირდება და ადამიანის ორგანიზმი გადადის ავადმყოფობის სტადიაში.



image


სიმინდის წილი თქვენს რაციონში საკმაოდ დიდია. სიმინდისაგან დამზადებული სიროფი კულინარიაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. სოუსები, სანელებლები, ტკბილეული, მზა კულინარია, რომელსაც თქვენ სუპერმარკეტებში ყიდულობთ - ძირითადად სიმინდის დამატკბობლით მზადდება. დამატკბობელი კი ზედმეტი საქაროზაა, რომელიც გასუქებას და ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს.


რატომაა მავნებელი მოხარშული სიმინდი?


image


სიმინდი-ბოსტნეული სულაც არაა, როგორც ეს ბევრ თქვენგანს ჰგონია. სახამებლის და შაქრის შემცველი, ვიტამინებით და მინერალებით ღარიბი მარცვლეული ადამიანებს უხსოვარი დროიდან მოჰყავდათ. სწორედ სიმინდი გახდა პირველი მცენარე, რომელსაც გენეტიკური მოდიფიკაცია დაატყდა თავს და აქედან მოყოლებული პროცენტული ალბათობა იმისა, რომ ნატურალურ, ჯანმრთელობისათვის უვნებელ სიმინდს შეიძენთ, ძალზე მცირეა.


აუტოიმუნური დაავადებები


image

სიმინდის მარცვლები დაფქულ მდგომარეობაშიც კი აღიზიანებს ნაწლავების ლორწოვან გარსს. მისი ცილა ასტიმულირებს იმუნური სისტემის რღვევის პროცესს, იწვევს ინსულინურ რეაქციას და ანთებით პროცესებს ორგანიზმში.


გართულებული მონელების პროცესი


image

სიმინდის შემადგენლობაში შემავალი ცელულიზური ბოჭკო ადამიანის ორგანიზმში ტრანზიტის სახით გადაადგილდება. უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ფერმენტი, რომელიც ცელულოზას გადაამუშავებს, ამიტომ სიმინდი - ცარიელი პროდუქტია ჩვენთვის. მასში შემავალი ცილები-პოლამინები ასევე არ გადამუშავდება ადამიანის ორგანიზმის მიერ.


აუთვისებელი ლექტინები


image

სიმინდი შეიცავს ცილა ლექტინს, რომლის გადამუშავება ასევე არ ძალუძს ჩვენს ორგანიზმს. ლექტინები ნაწლავებს გადამუშავების გარეშე გადიან, სრულფასოვანი ცილებისაგან განსხვავებით. ეს იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას.


პესტიციდების შემცველობა


image

სიმინდი-მეტად სათუთი მცენარეა. ის ხშირად ხდება ათასგვარი მავნებლების შეტევის ობიექტი და ადვილად ფუჭდება არასასურველ გარემო პირობებში, ამიტომ, როგორვ წესი, მას ამუშავებენ სხვადასხვა შხამებითა და პესტიციდებით. ეს ნივთიერებები კი სულაც არ არის სასარგებლო ჩვენთვის.


გენეტიკური მოდიფიკაცია


image

დღესდღეობით დედამიწაზე მოყვანილი სიმინდის 85% გენმოდიფიცირებულია. ჯერ კიდევ არაა ბოლომდე შესწავლილი, თუ რა მავნე კვალს ტოვებს ადამიანის ორგანიზმზე გენმოდიფიცირებული პროდუქტები, თუმცა ვირთხებზე ჩატარებულმა ცდებმა საშინელი შედეგი აჩვენა: შინაგანი ორგანოების დაზიანება, ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირება, სიცოცხლის ხანგრძლივობის შეცირება-ეს არასრული სიაა ყველა იმ უბედურებისა, რომელსაც გენშეცვლილი პროდუქტები იწვევს.


P.S. ალბათ ცოტათი შეგაშინეთ, ჩემო მკითხველო... სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ მეც იმედგაცრუებული და დამფრთხალი დავრჩი, რადგან მეც თქვენსავით მიყვარს მოხარშული, სურნელოვანი სიმინდი. წარმოგიდგენიათ მის გარეშე ზღვა და შემოდგომა? ასე რომ, მეცნიერებო, მიუხედავად თქვენი კვლევებისა და შემაშფოთებელი დასკვნებისა, როგორც ერთი ცნობილი ქართული ფილმის გმირი იტყოდა: "მაინც ამოვთხრი!"

0
1017
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1017
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0