x
image
მანჩო 777
რა საიდუმლოს ინახავს ერთდოლარიანი კუპიურა ანუ იდუმალი ნიშნები მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბანკნოტზე
აშშ-ის ვალუტა - დოლარი მისი გამოსვლის დღიდან მოყოლებული მუდმივად იყო ათასგვარი ინტრიგისა და ჭორების საგანი. დოლარს, ფულის სხვა ერთეულებისაგან განსხვავებით, თავისუფლად შეუძლია დაიტრაბახოს საინტერესო ისტორიებითა და მასთან დაკავშირებული იდუმალი ამბებით და მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიები ხშირად გამოგონილია და სცილდება რეალობის ზღვარს, გადადის რა შეთქმულების თეორიაში, ჭეშმარიტება მოითხოვს ვაღიაროთ, რომ დოლარის დიზაინი ძალიან საინტერესოა და ბევრ იდუმალებას ინახავს.


მაშ ასე, მოდით, ერთად ვნახოთ, თუ რა სიდუმლოს ინახავს თავის თავში ერთდოლარიანი კუპიურა.


1. მასონური სიმბოლოები


image



საკმაოდ გავრცელებული ვერსიაა, რომ მასონებმა დიდი როლი შეასრულეს არამარტო დოლარის ფულადი ნიშნის დიზაინში, არამედ აშშ-ის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშიც. ემბლემის მარცხენა მხარეს პირამიდის თავზე მოთავსებული ეგრეთწოდებული "ყოვლისმჭვრეტელი თვალი" ხშირად გამოიყენება, როგორც მასონური სიმბოლო. გარდა ამისა, დოლარის დიზაინის შექმნის კომიტეტის წევრი ბენჟამენ ფრანკლინი მასონური ლოჟის წევრი იყო. თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ეს "თვალი" მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებსა და რელიგიებში ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა (გავიხსენოთ თუნდაც ძველეგვიპტური ჰორის თვალი), ხოლო მასონებმა ამ სიმბოლოს გამოყენება დოლარის შემოღების შემდეგ დაიწყეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკლინის მიერ შეთავაზებული დიდი სახელმწიფო ბეჭედი უარყოფილი იქნა ამერიკის კონგრესის მიერ.


2. რიცხვი 13


image

რიცხვი 13 არაერთგზის გვხვდება დოლარის ნახატზე. პირამიდას აქვს 13 საფეხური, არწივის ზემოთ მოჩანს 13 ვარსკვლავი, ფარზე 13-13 ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზია, ფრაზები «Annuit Coeptis» და «E Pluribus Unum» შეიცავენ 13-13 ასოს, ზეთისხილის ხის ტოტზე, რომელიც არწივს მარცხენა კლანჭით უჭირავს, 13 ფოთოლი და 13 ნაყოფია, ხოლო მარჯვენა კლანჭში მომწყვდეული აქვს 13 ისარი. ნუთუ ეს უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი?

როგორც ცნობილია, რიცხვთან 13 უამრავი ცრურწმენაა დაკავშირებული. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-იც, მას უბედურების მომტანად მიიჩნევენ. ეს რიცხვი არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქრისტიანულ სწავლებაშიც: საიდუმლო სერობაზე 13 მოტრაპეზე იყო, ასევე მნიშვნელოვანია ის იუდაიზმის და ისლამის მიმდევრებისათვისაც, თუმცა დოლარზე არსებულ 13-ს გაცილებით მარტივი ახსნა აქვს: 1776 წელს სწორედ 13-მა კოლონიამ გამოაცხადა დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა და შექმნა აშშ.


3. კავშირი ილუმინატებთან?


image

დოლარს ხშირად იშველიებენ იმის მტკიცებულებად, რომ აშშ-ის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით ილუმინატებს. ისევე, როგორც მასონების შემთხვევაში, ყოვლისმჭვრეტელი თვალი ითვლება ილუმინატების სიმბოლოდაც.

ნაწილი მეცნიერებისა ამტკიცებს, რომ პირამიდა დოლარის კუპიურაზე სიმბოლურად გამოსახავს ხელისუფლების იერარქიას, რომლის მწვეერვალზეც ეს საიდუმლო საზოგადოება იმყოფება. (მტკიცებულებად აგრეთე მოჰყავთ ის ფაქტი, რომ პირამიდას ხშირად იყენებენ ფინანსური დაწესებულებების და კორპორაციების ლოგოტიპებზე), ხოლო პირამიდის ფუძესთან გამოსახული რომაული რიცხვი MDCCLXXVI (1776) თითქოსდა აღნიშნავს არა აშშ-ის დაარსების თარიღს, არამედ ილუმინატების კავშირის ჩამოყალიბებისას.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ვერსიებია და ზუსტი მტკიცებულება იმისა, თითქოს ილუმინატებს კავშირი ჰქონდეთ ერთდოლარიანი კუპიურის დიზაინთან, არ არსებობს.


4. უცნაური არსება


image


ამ დეტალის დანახვა დოლარის კუპიურაზე გამადიდებელი შუშის გარეშე შეუძლებელია. ბანკნოტის მარცხენა ზედა კუთხეში, ციფრ ერთიანის გვერდით, თითქოს მიყუჟულია რაღაც უცნაური არსება. იდუმალი არსების შესახებ რამოდენიმე ვერსია არსებობს: ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს ბუა, სხვები მიიჩნევენ, რომ ეს უბრალოდ ფულის გაყალბების თვიდან ასაცილებელი ხერხია, თუმცა თეორეტიკოსების გარკვეული კატეგორია თვლის, რომ ეს ობობაა. ეს უკანასკნელნი ობობის არსებობას გარკვეულ კანონზომიერებად მიიჩნევენ, რადგან ერთიანი ჩანს სწორედ აბლაბუდის ფონზე. არის კიდევ ერთი ვერსია, რომ ბანკნოტის მეორე მხრიდან დანახული უცნაური არსება სხვა არაფერია, თუ არა თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით. ცნობისმოყვარეებო, აბა მოიმარჯვეთ კუპიურა და დააკვირდით, რა არსებას ხედავთ თქვენ?


5. ჯვარი


image


თუ ბანკნოტის უკანა მხარეზე მის კუთხეებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ უცნაური ფორმის ჯვარს, რომლის საფუძველსაც ციფრი 1 შეადგენს. ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ეს არის ეგრეთწოდებული მალტის ჯვარი, რომელიც წარმოადგენს საიდუმლო გზავნილს ყველასათვის კარგად ცნობილი მალტის რაინდთა ორდენის მისამართით. შუა საუკუნეებში დაარსებული ეს ორდენი, ზოგიერთი თეორეტიკოსის მტკიცებით, ახლაც აგრძელებს არსებობას და მოღვაწეობას. 1798 წელს ნაპოლეონმა შტურმით აიღო რაინდთა ციხე, რის გამოც ბევრი მათგანი ამერიკაში გაიქცა. ნუთუ მათ მოახერხეს თავიანთი სიმბოლოს გადატანა დოლარის კუპიურაზე?



6. ინდუისტური ღვთაება


image

კიდევ ერთი დეტალი, რომლის დანახვაც დოლარის კუპიურაზე შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელია. მარცხენა ქვედა კუთხეში, ციფრ ერთიანის მარჯვნივ გამოსახულია ფიგურა ზემოთ აწეული ერთად შეკრული თმით. ბევრი ადამიანი თვლის, რომ მასში დაფარულია ინდუისტური ღმერთის შივას გამოსახულება. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კონსპიროლოგები მყარად არიან დარწმუნებული იმაში, რომ დოლარის ბანკნოტზე სწორედ ''სამყაროთა დამანგრეველი'' შივაა გამოსახული. თუმცა მას სწორედ ამგვარად- ზემოთ აწეული ერთად შეკრული თმით გამოსახავენ მორწმუნეები.

დაინახეთ გამოსახულება ციფრ 1-ის მარჯვნივ? თქვენი აზრით, ეს მართლაც შივაა თუ ეს უბრალოდ ფანტაზიის მოყვარულთა წარმოსახვის ნაყოფია?



7. ტყუპი კოშკები


image

საიდან იღებს სათავეს ეს თეორია- უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ 2002 წელს ის ერთდროულად გამოჩნდა რამოდენიმე საიტზე. კონსპიროლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ოცდოლარიან კუპიურას გარკვეული კუთხით გადავკეცავთ, მასზე დავინახავთ ცეცხლმოდებულ ტყუპებს- მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის შენობებს. თავისდათავად, ამ ფაქტის აღიარება ნიშნავს იმას, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი ან მოწყობილი იყო აშშ-ის ხელისუფლების მიერ, ან კიდევ მასში ბედისწერის ხელი ურევია....რა თქა უნდა, სერიოზულად მიუდგე ამ საკითხს-ეს აბსურდია, თუმცა ამ თეორიას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს.


1
1990
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1990
  
2017, 4 აგვისტო, 9:24
Welcome to us
0 1 1