x
image
t.x.
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ყოფილ რჩეულს ენატრებით (12 ნიშანი)
image
1. როგორც კი განათავსებთ თქვენს ფოტოს ინტერნეტში, ის მაშინვე გწერთ. მართალია არ გეუბნებათ, რომ თქვენი ფოტო ნახა, მაგრამ მაშინვე მიხვდებით, რომ ნანობს თქვენს დაკარგვას.

2. გილოცავთ ყველა დღესასწაულს და გწერთ გრძელ შეტყობინებებს. ის გწერთ არა მარტო "დაბადების დღეს გილოცავ", არამედ ცდილობს საუბრის გაბმას, გეკითხება რა გაჩუქეს და ა.შ.

3. როცა ხვდები მის მეგობრებსა თუ ნათესავებს, გეუბნებიან, როგორ მოსწონდით და როგორ უნდათ კვლავ ერთად იყოთ. მათ იციან, რომ თქვენს "ყოფილს" ისევ სურს თქვენთან ყოფნა და ახლობლებიც თითქმის ოჯახის წევრად გთვლიან.

4. როგორც კი ცოტას დალევს, მაშინვე გწერთ, რომ თქვენ პირველი და უკანასკნელი ხართ ვინც მას უყვარს.


5. ის გეუბნებათ, რომ სურს მეგობრებად დარჩეთ, "ასე როგორ შეიძლება, ჩვენ ხომ ამდენი ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს", მაგრამ იცოდეთ, გატყუებს, ის ისევ ისე იქცევა, როგორც შეყვარებული.

6. ხანდახან გწერთ ისე, უბრალოდ, რომ შეგახსენოთ თქვენი წარსული, როგორ გაკოცათ პირველად ვარსკვლავებიან საღამოს, ან იხსენებს იმ დღეებს, როცა სადმე მოგზაურობდით, ის იხსენებს ერთად გატარებულ კარგ დღეებს და სურს, რომ თქვენც გახსოვდეთ.

7. იწონებს თქვენ ყოველ ფოტოს მაშინვე, როგორც კი გამოაქვეყნებთ ინტერნეტში. ან იწონებს ძველისძველ ფოტოებს. ეს ნიშნავს, რომ ათვალიერებდა მათ.

8. დროდადრო გეკითხებათ, ხვდებით თუ არა ვინმეს, როგორი ურთიერთობა გაქვთ იმ ბიჭთან გამუდმებით რო გიწონებთ სურათებს და კომენტარებს გიწერთ პოსტებზე. ის აშკარად ეჭვიანობს და განიცდის, რომ შეიძლება ახალი ურთიერთობა წამოიწყოთ.

9. ის ხშირად ჩნდება იქ, სადაც იცის, რომ იქნებით. ის დადის თქვენს საყვარელ ადგილებში და ეძებს მიზეზს შესახვედრად.

10. მას არც კი შეუცვლია ფოტო თავის გვერდზე, სადაც ერთად ხართ გადაღებული, ის ცდილობს გაახანგრძლივოს თქვენი ურთიერთობა.

11. ის ისევ ატარებს თქვენს ნაჩუქარ შარფს, სათვალეს ან მსგავს ნივთს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ნივთებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

12. ის აღიარებს რომ ენატრებით, ე. ი. ისევ უყვარხართ და სურს თქვენი დაბრუნება.image



როგორ მოქმედებს მზის და მთვარის დაბნელებები ჩვენზე და რას უნდა ვუფრთხოდეთ


კბილის საცხის 17 უჩვეულო გამოყენება (ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს)


გასაოცარი სიზუსტის ტესტი ზიგმუნდ ფროიდისგან-გაიცანით თქვენი თავი ახლიდან


როგორ გავირუჯოთ კანის ტიპის მიხედვით. უსაფრთხო რუჯის ოქროს წესი










0
571
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
571