საზოგადოება რა მოხდა პუგაჩოვას შვილიშვილის ქორწილზე და რამ გააკვირვა სტუმრები 2017, 29 ივლისი, 22:26
27 ივლისს, რუსული ესტრადის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას უფროსი შვილიშვილის ქორწილი გაიმართა. 26 წლის ნიკიტა პრესნიაკოვმა ცოლად 20 წლის ალიონა კრასნოვა შეირთო. ქორწილისთვის შეყვარებულები მთელი ნახევარი წელიწადი ემზადებოდნენ.
რუსულმა პრესამ აღნიშნული მოვლენა უკვე შერაცხა "წლის ქორწინებად". "აი, დადგა კიდეც ეს ბედნიერი დღე!" - წერდა თავად სასიძო instagram-ზე. ქორწილი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან ლამაზი და მდიდრული გამოდგა. მიწვეული იყო დაახლოებით 200 სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ ფილიპ კირკოროვი, დმიტრი კოლდუნი, ვალენტინ იუდაშკინი, ბუინოვების ოჯახი და რუსული შოუბიზნესის სხვა ვარსკვლავები. სიძე-პატარძალი ქორწინების სახლში მდიდრული Porsche Panamera-თი მივიდა. ნიკიტას დიზაინერ ჯემალ მაჰმუდოვის შექმნილი მკაცრი კოსიუმი ეცვა, ალიონა კი ულმაზეს, მხრებმოღებულ, თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი. სტუმრებს ახლადდაქორწინებულებისგან განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდათ: "სიყვარულის სურნელი", რომელიც ნიკიტამ და ალიონამ თავად შექმნეს. ცერემონიის ყველაზე დასამახსორებელი მომენტი კი სიძე-პატარძლის პირველი ცეკვა იყო, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. აკრობატული ელემენტებით შესრულებულმა ნომერმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაქსიმ გალკინმა თავი ვერ შეიკავა და ინტერნეტში გააზიარა ვიდეო, კომენტარით "ეს იყო ნეფე-დედოფლის ყველაზე ეფექტური ცეკვა, რაც კი ოდესმე მინახავს!" ცეკვის შემდეგ პატარძალი სტუმრების წინაშე სხვა სამოსით - გიპიურებიანი მოტკეცილი კაბით წარსდგა. წვეულებას აფორმებნენ ისეთი მუსიკალური ჯგუფები, როგორებიცაა: "Нервы", "Uma2rman", "Марсель", ასევე კრისტინა სი და შოუ-ბალეტი "Todes". ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ შეიცვლება ქალი უახლოეს 50 წელიწადში - შოკისმომგვრელი მეცნიერული დასკვნები 2. ქართველი თავადი, რომელზეც მსოფლიო წერდა, ბოლოს კი რუსთაველზე სიგარეტებს ყიდდა- ამბავი, რომელიც ბევრმა არ იცის! 3. დიასახლისი, რომლის სიტყვებმა ათასობით ადამიანს გული აუჩუყა - ყველამ წაკითხეთ და დაიმახსოვრეთ! 4. ჩაძინებული გოგონას ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით მის ხელს! 5. როგორ იღებენ სასიყვარულო შიშველ სცენებს ჰოლივუდში - ეს ბევრმა არ იცის! (+16) 6. რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტურ ბორდელებში - საიდუმლო, რომელსაც დღემდე საგულდაგულოდ მალავდნენ! 7. ამბავი სიყვარულისა, რომლის წინააღმდეგი იყო მთელი მსოფლიო - ბევრისთვის უცნობი ისტორია 3533 8-ს მოსწონს
|