x
image
natia.a
რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტურ ბორდელებში - საიდუმლო, რომელსაც დღემდე საგულდაგულოდ მალავდნენ!
image

ისტორიაში ცნობილია ფაქტები, რომელთა შესახებაც ისტორიკოსებიც კი ათწლეულების გასვლის შემდეგ იგებენ და წარსულ რეალობას მისხალ-მისხალ, მცირე ინფორმაციებით აღადგენენ.


image

აღმოჩნდა, რომ ნაციზმის მსხვერპლთა შორის არის ადამიანთა კატეგორია, რომელთა უფლებები დღემდე არ არის აღდგენილი. საუბარია ე.წ. სპეციალური დაწესებულებების - ბორდელებისა თუ საკონცენტრაციო ბანაკების თანამშრომელ ქალებზე.

გაირკვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბორდელები ემსახრებოდა არა მხოლოდ ვერმახტის ჯარისკაცებს, არამედ საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებსსაც. ამ სახით ნაცისტები წაახალსებდნენ ხოლმე პატიმტებს კარგი ქცევისა და მუშაობისთვის.


image
სტიმულირების ეს ხერხი შემოტანილი იქნა 1942 წლის ბოლოს სს-ის რაიხსფიურერის, ჰიმლერის ბრძანებით. რამდენადაც საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებდნენ, მათ შორის იყვნენ თავიანთი საქმის ნამვილი ოსტატებიც, რომლებსაც იცავდა ბანაკების ხელმძღვანელობა და ზოგიერთ მათგანს მცირე ჰონორარსაც აძლევდა.



image

პატიმრებს შეეძლოთ მიღებული ფული დაეხარჯათ საკვებზე, სიგარეტზე ან მეძავის მომსახურეობაზე. სიყვარულის ქურუმთან გატარებული 15 წუთი 2 მარკა ღირდა (შედარებისთვის: ერთი ყუთი სიგარეტი 3 მარკა ღირდა). თუმცა აღნიშული პრივილეგიები არ ვრცელდებოდა ებრაელებზე.


image
ბორდელში მისვლა ყოველთვის არ შეიძლებოდა. თავიდან უნდა დაეწერათ თხოვნა და ამის შემდეგ, ბანაკის ხელმძღვანელობას შეეძლო მიეცა თანხმობა სპეციალურ დაწესებულებაში სტუმრობაზე მკაცრად განსაზღვრულ დროს.


image
ბადრაგი დაიძახებდა პატიმრის ნომერს და ოთახის ნომერს, რომელშიც ის უნდა შესულიყო. ყველაფრისთვის გამოყოფილი იყო მხოლოდ 15 წუთი, ხოლო ბორდელში სტუმრობა კი შეიძლებოდა მხოლოდ 19:00-დან 22:00-მდე. თითოეული ოთახის კარზე იყო სათვალთვალო, ხოლო თავად პროცესის ჩატარება მხოლოდ მისიონერის პოზაში იყო ნებადართული.


ამგვარი "სპეცდაწესებულებები" სულ 10 იყო და ემსახურებოდა ბუჰენვალდის, დაჰაუს, ზაკსენჰაუზენისა და აუშვიცის ბანაკებს. მათში ერთად დაახლოებით 200-მდე ქალი მუშაობდა.


image

თუ სამხედრო ბორდელებში სამუშაოდ ნამდვილი მეძავები იყვნენ მობილიზებული, პატიმართა მომსახურებისთვის არჩევდნენ ქალებს რავენსბრიუკისა და აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკებიდან.

ამ მიზნით ირჩეოდნენ ქალები 17-დან 35 წლამდე. ბევრი მათგანი დაპატიმრებული იყო ანტისოციალური ქმედებისთვის, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნებაყოფლობით დათანხმდენენ ამგვარ სამუშაოზე.


image

საქმე ის არის, რომ ბანაკების პატიმარი ქალებისთვის ეს სიცოცხლის შენარჩუნების თითქმის ერთადერთი გზა იყო. სანამ ქალებს "სამუშაოზე" გაგზავნიდნენ, მათ 10 დღის მანძილზე საგულდაგულოდ კარგად კვებავდნენ.

საკონცენტრაციო ბანაკების ხელმძღვანელობას ეშინოდა ვენერიული დაავადებების გავრცელების, ამიტომ ბორდელების ყველა თანამშრომელი რეაგულარულად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას. დაორსულების პრობლემა კი უფრო მარტივად წყდებოდა. ბევრი ქალი იმდენაც ქანცგამოცლილი იყო, რომ საერთოდ ეკარგებოდა რეპროდუქციული ფუნქცია. და თუ რომელიმე მაინც დაორსულდებოდა, მას უკან საკონცენტრაციო ბანაკში აბრუნებდნენ, სადაც აბორტს უკეთებდნენ.


image
ნაციზმის დამხობის შემდეგ, სპეცდაწესებულების თანამშრომელი ქალების შესახებ უბრალოდ დაივიწყეს, რადგან ფორმალურად ისინი არ ითვლებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრებად. ამ ქალებიდან ბევრი, სირცხვილის გრძნობის გამო, არც კი ამხელდა, რომ წარსულში სექს-მონა იყო. ამიტომ არც ერთ მათგანს არ მიუღია რაიმე სახის კომპენსაცია.

მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა ისტორიკოსმა რობერტ ზომერმა, რომლის წყალობითაც გახდა აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ცნობილი.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რას მალავდა შტირლიცის "მამა"? - ის, რასაც სსრკ-ში ბევრი ვერ ბედავდა...

image

2. ყველაზე დიდი ტრაგედია საბჭოთა სპორტის ისტორიაში - ის, რაზეც 7 წელი არ საუბრობდნენ

image

3. I მსოფლიო ომის აკრძალული ფოტოები - რას უმალავდნენ ხალხს...

image

4. რატომ არის ამერიკელების სამხედრო ფორმაზე დროშა უკუღმა გამოსახული

image

5. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა - ვინ იყო "წითელი არმიის ჯალათი"

image

6. უცნობი ისტორია სტალინზე, პეპელაზე და ტანკზე...

image

7. 10 ყველაზე ძვირადღირებული "გოგონა გამოძახებით" - წარმოუდგენელია!

image









0
8937
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
8937
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0