ისტორია I მსოფლიო ომის აკრძალული ფოტოები - რას უმალავდნენ ხალხს... 2016, 7 ოქტომბერი, 11:01 1914 წლის 28 ივნისს, საიდუმლო ორგანიზაციის - "მლადა ბოსნას" წევრი, სერბიელი სტუდენტი, გავრილო პრინციპი თავს დაესხა და მოკლა ავსტრიის ერცჰერცოგი, ფრანც ფერდინანდი, რაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის - პირველი მსოფლიო ომის დაწყების უშუალო საბაბი გახდა. წარმოგიდგენთ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია ბრძოლის ველებზე და აშშ-სა და მისი მოკავშირეების სასწავლო ბანაკებში. ყველა ეს ფოტო, თავის დროზე ცენზურის ქვეშ მოექცა, რათა არ გამოეწვია მოსახლეობის სულიერი დაცემა და არ გაეცა სამხედრო საიდუმლოებები. 1. მებრძოლი, რომელიც დაიღუპა არა ბრძოლის დროს, არამედ სწავლებისას. მიიჩნიეს, რომ ფოტოს შეეძლო მებრძოლების დემორალიზება და მისი დაბეჭდვა აკრძალეს. 2. ფოტოზეა აშშ-ს პრეზიდენტი, ვუდრო ვილსონი. ფოტოს გადაღებიდან ერთ წამში, პაპიე-მაშესგან გაკეთებული ქვიდან გამოძვრა ჯარისკაცი. ფოტოს დაბეჭდვა აკრძალეს, რადგან ჩათვალეს, რომ ამით შეიძლებოდა მტრისთვის შენიღბვის ახალი მეთოდი გამხდარიყო ცნობილი. 3. მუქკანიანმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ფრანგი ქალებისგან ყვავილები მიიღო საფრანგეთის გათავისუფლებისათვის გაწეული დახმარების გამო. ფოტო აკრძალეს. 4. მოკლული ჯარისკაცები გამარხვამდე. ფოტო, ცხადია, აკრძალეს. 5. იშვიათი სურათი — ამერიკული დილიჟაბლის აფეთქება. 6. ჯარისკაცები, რომლებიც სწავლებების დროს დაიხრჩვნენ. 7. სახლი, რომელიც უკან დახევის დროს გერმანელებმა დაანგრიეს. 8. ბრძოლაში მოკლული ამერიკელი ჯარისკაცები. 9. ინგლისური ტყვიამფრქვევის საიდუმლო პროტოტიპი. 10. მტრის პოზიციების აღების შემდეგ ნასვამი ამერიკელი ჯარისკაცები. ფოტო ცენზურის ქვეშ მოექცა, რადგან ოფიციალურად ალკოჰოლი აკრძალული იყო. 11. ჩონჩხები დამარხვამდე. 12. ჯარისკაცი, რომელიც სწავლებების დროს აირით მოიწამლა. 13. ამ ფოტოს დაბეჭდვა აიკრძალა, რათა მტრისთვის ცნობილი არ გამხდარიყო ხელჩართული ბრძოლის საიდუმლოებები. 14. მძინარე ჯარისკაცები, რომლებიც ძალიან ჰგვანან გარდაცვლილებს. ეს ფოტოც აკრძალული იქნა. 15. იარაღის ნაკლებობის გამო წვრთნებზე ზოგჯერ ხის მაკეტებს იყენებდნენ. ფოტის დაბეჭდვა აიკრძალა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი გამოყენება მტრული პროპაგანდისთვის. 16. ძველი ჯავშნების გამოცდა თანამედროვე ბრძოლაში გამოსადეგობაზე. მეტალის დამცავები დასახულ ამოცანას გაუმკლავდა, თუმცა ფოტოს დაბეჭდვა მაინც აიკრძალა. 17. ყუმბარების შერჩევა გამოსაცდელად. ზოგიერთი მათგანი უკვე დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა ბრძოლაში, ზოგი - ახალი და საიდუმლოდ შემუშავებული იყო. 18. 1917 წლის დასაწყისში პურზე და ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდამ ნიუ-იორკში "პურის ბუნტი" გამოიწვია. მოცემული ფოტო, ცხადია, აიკრძალა. 19. ქალი ფოტოს საშუალებით ცდილობდა გერმანული მხარისთვის გადაეცა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც წინსაფრის მაქმანებში იმალებოდა. 20. ამერიკელი ჯარისკაცები ბალეტის მსახიობებთან ერთად ერთობიან. ფოტო აიკრძალა, როგორც ზედმეტად არასერიოზული. 21. ახალზელანდიელი ჯარისკაცები პანამის არხში ცურაობენ. აღნიშნული მოგზაურობა გასაიდუმლოებული იყო და, შესაბემისად, ფოტოც აიკრძალა. 22. ახალი ყუმბარმტყორცნები წყალქვეშა გემების წინააღმდეგ - საიდუმლო გამოგონება. 23. კვენტინ რუზველტის, თეოდორ რუზველტის (პრეზიდენტი 1901-1909 წლებში) ძმის საფლავი. კვენტინი დაიღუპა 1918 წლის 14 ივლისს საჰაერო ბრძოლაში. 4639 7-ს მოსწონს 1-ს არა |
არ მქონდა ეს სურათები ნანახი