სიახლეები დაბეჩავებული სპერმატოზოიდი კაცობრიობას გადაშენებას უქადის 2017, 27 ივლისი, 11:39 ![]() "მომავალი ძალიან მაშფოთებს-აღნიშნა BBC-სთან საუბარში კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჰაგაი ლევინმა- ამ რეპროდიქციულმა პრობლემებმა ზოგადად შეიძლება გამოიწვიოს კაცობრიობის გადაშენება." ლევინმა იერუსალამის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად კვლევის შედეგები გამოაქვეყნა Human Reproduction Update-ში. 200-მდე კვლევა ჩატარდა ევროპაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. შედეგები საგანგაშოა. რას შეეხება აზიას, აფრიკას და სამხრეთ ამერიკას იქ მამაკაცის სპერმის რაოდენობა ნორმის ფარგლებშია და კლება ჯერჯერობით არ აღინიშნება, თუმცა თუ ასე გაგრძელდა მამაკაცებს ამ კონტინენტებიდან იგივე ბედი ელით-დასძინა ლევინმა. ![]() დღესდღეობით ბოლომდე მაინც ვერ დადგინდა რატომ გაუარესდა სპერმის ხარისხი, ისიც მაღალგანვითარებულ ქვეყნებში:ძირითადად ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. მიზეზებს შორის ჩამოთვლილია ქიმიკატები, პლასტიკატები, მოწევა, სიმსუქნე და უმოძრაო ცხოვრება. 410 4-ს მოსწონს 2-ს არა
|