x
image
ვიზა კოხაძე
რას წერს ყვითელი პრესა თურქი "ბრედ პიტისა" და ჩაათაი ულუსოის მეგობრული თუ ნათესაური ურთიერთობის შესახებ ( + ბევრი ფოტო )

imageორი დღის წინ სოციალურ ქსელში პაპარაცების მიერ გავრცელებული არა ერთი საინტერესო ფოტო გავრცელდა თურქი მსახიობების - თურქეთის " ბრედ პიტად" წოდებული ქივანჩ თათლითუღლისა და სრულიად ახალგაზრდა მსახიობის ჩაათაი ულუსოის რომანტიკული და საინტერესო მოგზაურობის შესახებ.მოგეხსენებათ, პოპულარული მსახიობი ქივანჩ თათლითუღლი სულ რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და დღეს ეს ხმაურიანი წყვილი, რომლებიც მუდამ პაპარაცების და აჟიტირებული ფანების ყურადღების ცენტრში იყვ ნენ, ბოდრუმში ისვენებენ და დროს რომანტიკულად ატარებენ. მათი ვნებიანი და სიყვარულით სავსე ურთიერთობის შესახებ დღეს აღარ უკვირთ, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც წყვილის დასვენებას უკავშირდება. imageimageimageimageimageimageimageახლახანს ქართულ ტელეეკრანებზე კიდევ ერთი თურქული სერიალი და კიდევ უფრო საინტერესო მსახიობი სრულიად ახალგაზრდა ჩაათაი ულუსოი გამოჩნდა, რომელმაც თავისი ათლეტური აღნაგობით, სილამაზითა და დადებითი ხასიათებით მაყურებელი მოაჯადოვა.ფოტოებზე კარგად ჩანს სერიალ " ძმის" მთავარი როლის შემსრულებლის სარფის - იგივე ჩაათაი ულუსოის ათლეტური ფიგურა და კიდევ უფრო საინტერესო ინტრიგა მის გვერდით მდგომი გოგონას ვინაობის გამხელა ასიათასობით გულშემატკივარისთვის.როგორც გაირკვა, " სარფთან" ერთად ფოტოებზე ქივანჩ თათლითუღლის ცოლის და ბაშაქ დიზერია გამოსახული. imageimageimageროგორც ერთ - ერთ თურქულ გაზეთში წერია, ქივანჩის განცხადებით, მათ შორის არაფერი არ ხდება და ისინი შეყვარებულები არ არიან.imageამის საპირისპიროს კი ამტკიცებს რამდენიმე თვის წინ ბაშაქის ინსტაგრამის გვერდზე ჩაათაის ახალი ფოტო წარწერით; – " კაპიტანი ჩაგათაი" და გულები.ანუ ჭორი არც თუ უსაფუძვლოა.

imageimageimageჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი ბავშვობა ჰქონდა, ჩაგათაი პასუხობს: - " მამაჩემი ბულგარელი იმიგრანტია, დედა ბოსნიელი. დიდი და ძალიან თბილი ოჯახი გვაქვს. ისინი ცდილობდნენ შეგნებულ ადამიანად აღვეზარდე. ოჯახში ჩემი ტოლი ბიჭები გვყავდნენ და მეც მათთან ერთად გავიზარდე. ბავშვობაში ძალიან ჰიპერაქტიური ვიყავი და საბედნიეროდ ჩემი ენერგია სპორტზე გადავანაწილე, რამდენიმე წელი კალათბურთს ვთამაშობდი. თუ ამ აქტივობით არ ვიყავი დაკავებული მაშინ აუცილებლად რამე უნდა დამეზიანებინა."image





0
440
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0