კინო კონჩალოვსკიმ მოუწოდა სანქციები დაუწესონ "ოსკარს" 2017, 19 ივლისი, 17:24 რუსმა რეჟისორმა ანდრეი კონჩალოვსკიმ ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო ტასს–ს სადაც გააკრიტიკა ამერიკის ხელოვანთა აკადემიის პრიზი "ოსკარი". "ზოგადად "ოსკარი" ჩემთვის არ არსებობს, ამერიკაში რომ ვცხოვრობდე, შეიძლება მქონოდა სურვილი ამ პრემიის მიღებისა, მაგრამ რუსეთში სულაც არ მჭირდება. მე ვთვლი რომ დღესდღეობით ოსკარი, როგორც McDonald's–ი არის ტრანსნაციონალური კორპორაცია, თანაც საეჭვო ხარისხის. საჭიროა გამოვუცხადოთ სანქციები, დაე ჩვენს გარეშე იცხოვრონ." "ბევრი გამარჯვებული ფილმი, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში, მხოლოდ პროდუქტია და არა ხელოვნება. არის ბევრი ნიჭიერი და ხელოვანი ადამიანი მთელ მსოფლიოში, მაგრამ ჰოლივუდს არაფერი საერთო არა აქვს ხელოვნებასთან " აღსანიშნავია, რომ რეჟისორ ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი "სამოთხე", მთავარ როლში იულია ვისოცკაიას მონაწილეობით, რუსეთიდან წარდგენილი იყო "ოსკარის" მოსაპოვებლად, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. 67 2-ს მოსწონს
|