x
image
ალექსანდრე ლექსო
ტარანტინომ ყველა დროის საუკეთესო ფილმი დაასახელა

კინომოღვაწემ თქვა, რომ ბევრი ცდილობდა გაემეორებინა მის მიერ დასახელებული ფილმის წარმატება, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო ამის გაკეთება.
image

ამერიკელმა რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა კვენტინ ტარანტინომ Cinemablend -ში ამოირჩია მისი აზრით, უდიდესი ფილმი კინოს ისტორიაში.

კინორეჟისორის თქმით, სტივენ სპილბერგის 1975 წელს გადაღებულმა ამ ფილმმა აჩვენა, თუ რამდენად ცუდად იყო გადაღებული მანამდელი ფილმები.

„ნამუშევრის მთლიანობის თვალსაზრისით, "ყბები" -ზე უკეთესი არაფერი იყო. ეს არის საუკეთესო ფილმი, რაც კი ოდესმე გადაღებულა“, - თქვა ტარანტინომ.


უფრო ადრე ტარანტინომ ანიმაციური ფილმი ''გოჭი პეპა" ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდ ბრიტანულ ფილმად მიიჩნია. რეჟისორმა, რომელსაც გადაღებული აქვს "კრიმინალური დრამა" ( Pulp Fiction), "უსახელო ნაბიჭვრები" (Inglourious Basterds) და '"მოკალი ბილი" (Kill Bill), ასევე აღიარა, რომ ხშირად უყურებს ამ ანიმაციურ სერიალს.



0
748
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0