კინო საფრანგეთში მსახიობი ჟან როშფორი გარდაიცვალა 2017, 9 ოქტომბერი, 20:25 ფრანგული კინოს ლეგენდა 87 წლის იყო. პირველად ეკრანზე 50 წლის წინ გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში მართლაც ლეგენდა გახდა. კინოში, თეატრსა და ტელევიზიაში ასზე მეტი როლი ითამაშა. სამჯერ იყო საფრანგეთის მთავარი კინოპრემიის “სეზარი” – ს ლაურეატი. მაღალი სილუეტი, გამჭოლი მზერა და ირონიული ღიმილი – ასეთი დარჩება კინომოყვარულთა ხსოვნაში დიდი ჟან როშფორი. 115 შეფასება არ არის
|