კინო ჯონი დეპი ეკრანზე ბრუნდება 2017, 26 ივლისი, 18:21 ბოლო დროს ჯონი დეპის სახელი პრესაში მხოლოდ ოჯახური სკანდალების, ან მენეჯერებთან ფინანსური დავებისას თუ გაიჟღერებდა. ამ დღეებში კი მისი თაყვანისცემლების სასიხარულოდ ცნობილი გახდა, რომ 54 წლის მსახიობი ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას. ფილმის გადაღებები კანადის ქალაქ ვანკუვერში დაიწყო. ფილმის სახელწოდებაა Richard Says Goodbye (შეიძლება ითარგმნოს – რიჩარდი გვემშვიდობება). ჯონი დეპი კოლეჯის პროფესორის როლს თამაშობს, რომელსაც ექიმებმა ძალიან ცუდი დიაგნოზი დაუსვეს. ამის გამო მისი გმირი გადაწყვეტს მთლიანად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. ფილმის რეჟისორი უეინ რობერტსია, რომელსაც აქამდე მოლოდ ერთი ფილმი აქვს გადაღებული, მსგავსი სათაურით "ქეთი გვემშვიდობება". ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ ზოი დოიჩი და დენი ჰიუსტონი. როდის გამოვა ფილმი დიდ ერანებზე ჯერჯერობით უცნობია 24 შეფასება არ არის
|