კინო ნადეჟდა მიხალკოვა და რეზო გიგინეიშვილი ერთმანეთს შორდებიან 2017, 16 ოქტომბერი, 23:24 31 წლის ნადეჟდა მიხალკოვამ და 35 წლის რეზო გიგინეიშვილმა ოფიციალურად განქორწინება გადაწყვიტეს. განცხადება გაყრის თაობაზე სასამართლოში ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილმა შეიტანა. სასამართლომ ცოლქმარს რამდენიმე თვე მისცა დასაფიქრებლად. მიხალკოვები ცნობილი არიან, როგორც ოჯახის სიმტკიცის დამცველები, მაგრამ ამ შემთხვევაში ოჯახის შენარჩუნება ძნელი აღმოჩნდა. როგორც ამბობენ რეზოს ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდა – 34 წლის ნადეჟდა ობოლენცევა. ნადეჟდა მიხალკოვა და რეზო გიგინეიშვილი 2010 წელს დაქორწინდნენ. მსახიობს და რეჟისორს ორი შვილი ჰყავთ: 5 წლის ნინო და 3 წლის ივანე. 189 1-ს მოსწონს
|