სხვა გააკეთეთ კონდიციონერი საკუთარი ხელით - დაგჭირდებათ მხოლოდ ბოთლები და მუყაო 2017, 23 ივნისი, 16:07 ზაფხულის ცხელი დღეები უკვე ძალიან ახლოსაა და კონდიციონერების ჩართვის დროც დგება. მაგრამ კონდიციონერის გამოყენება ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ბევრისთვის კი საზიანოა, განსაკუთღებით ბავშვებისა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის. ამისათვის გთავაზობთ ძალიან მარტივ ხელნაკეთ მოწყობილობას, რომელიც დაგეხმარებათ ოთახში ჰაერის გაგრილებაში. რაც მთავარია, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას და მის გაკეთებას თავადაც შეძლებთ მინიმალური დანახარჯებით. დაგჭირდებათ: 5 პლასტმასის ბოთლი პლატმასის ან მყარი მუყაოს ფურცელი საკანცელარიო დანა კაბელის დასამაგრებლები სილიკონის წებო ჩვეულებრივი ვენტილატორი მოაჭერით ბოთლებს ზედა ნაწილი ეტიკეტის გასწვრივ. მოხსენით თავსახური. უნდა მიიღოთ ექვსი ცალი ნახევარბოთლი - ზუსტად ისეთი, როგორსაც სურათზე ხედავთ. აიღეთ მუყაოს ან პლასტმასის ფურცელი. დახაზეთ მასზე წრე, რომელიც ისეთივე დიამეტრის იქნება, როგორც თქვენი ვენტილატორის ტრიალის წრე. ამოჭერით დახაზული წრე. მიღებულ საფუძველზე დახატეთ ექვსი წრე - ექვსი ნახევარბოთლის დასამაგრებლად. მნიშვნელოვანია, რომ ბოთლები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულად იყოს განლაგებული. ამოჭერით მუყაოზე დახაზული წრეები. უნდა გამოგივიდეთ ზუსტად ისეთი, როგორც სურათზეა მოცემული. თითოეულ წრეში მოათავსეთ ნახევარბოთლი და შიგნითა მხარედან დაამაგრეთ წებოვანი ლენტით, რათა ადგილიდან არ დაიძრან მიწებების დროს. დაამაგრე ბოთლები თერმოწებოთი. ბოთლების ყოველ წყვილს შორის გააკეთეთ სურათზე ნაჩვენები ნახვრეტები და გაუყარეთ მათში კაბელის დასამაგრებელი. გამზადებული საფუძველი მიადეთ ვენტილატორზე. დასამაგრებლებით მიამაგრეთ ვენტილატორის ცხაურას. ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. აი, რას მიიღებთ შედეგად. ამგვარი თვითნაკეთი ვენტილატორის მოქმედების პრინციპი შემდეგია: საწყისი ტემპერატურა შენობაში. ვ ენტილატორის ჩართვიდან 10 წამის შემდეგ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. თუ თქვენ უფასო Wi-Fi-ს იყენებთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2. არასოდეს გადააგდოთ პლასტმასის ბოთლები - ეს საოცარი რამ ყველამ უნდა იცოდეს! 3. პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 4. როგორ მოვამზადოთ "ტყლარწი" სახლში - 2 იაფი და ეფექტური ხერხი 5. ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! 4770 6-ს მოსწონს
|