საზოგადოება ბერა ივანიშვილი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს 2017, 18 ივნისი, 12:19 ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვამცნობს: "დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან... მუდამ თქვენი ბერა P.s გილოცავთ მამის დღეს" შეგახსენებთ რომ გუშინ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს ინსულტი ჰქონდა: "ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში. ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში" "ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემს მიერ გავრცელებული ცნობა ემყარება კონფიდენციალურ წყაროს. ზუსტი ინფორმაცია რომ მქონდეს თავისი მტკიცებულებით, ასე დავწერდი. ინფორმაცია დადასტურებული არ არის ივანიშვილის მხარის მიერ. თუმცა, აქამდე, არც ოფიციალურად უარყოფილი. ps გიორგი უძილაურს, ჩემზე პოსტების ცხობას, ურჩევნია ოფიციალური უარყოფა გააკეთოს. თორემ, გვგონია რომ მთავარ თემას ბანზე გვიგდებს"-დასძენდა მოგვიანებით ნიკა გვარამია. თქვენთვის საინტერესო: "ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა, დამძიმდა და გერმანიაში გადააფრინეს"-ნიკა გვარამია სად და როგორ ცხოვრობენ ზურაბ ჟვანიას შვილები რატომ იდანაშაულებს თავს ანუკი არეშიძე კახი კალაძის ავტოგოლებში? ქეთა თოფურია: "მიხეილ სააკაშვილს ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია" შემთხვევა ქუჩაში, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი დღის გმირად აქცია 268 1-ს მოსწონს
|