საქართველო ქეთა თოფურია: "მიხეილ სააკაშვილს ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია" 2013, 18 მარტი, 1:59 ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, "ერისიონის" ვიზიტმა კრემლში, ქართულ-რუსულმა ურთიერთობებმა და ქეთა თოფურიას გათხოვებამ წინ წამოსწია დაახლოებით ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი-ქეთა თოფურიამ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა. სწორედ ამ სიმღერის გამო ქართველებმა ქეთა მოღალატედ შერაცხეს. მომღერალი კი განმარტავს, რომ ის მომღერალია, რომელიც მღერის ხალხისთვის და არა პოლიტიკისთვის. პოლიტიკა ჩემი საქმე არასდროს ყოფილა და არ მინდა ამ დაპირისპირების მსხვერპლი გავხდეო. ქეთა ირწმუნება, რომ პუტინის მხარდასაჭერ აქციაზე სიმღერა მხოლოდ მასზე არ ყოფილა დამოკიდებული და ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ბედი სულაც არ ადარდებს."მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს, უბრალოდ ამჟამად ვმუშაობ აქ, სადაც მყავს პროდიუსერები, რომლებიც თვითონ წყვეტენ ჩვენი საკონცერტო გამოსვლების განრიგს - თუ სად, როდის და რომელ ღონისძიებაზე უნდა ვიმღერო... გულწრფელად გეტყვით, უდიდესი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემს თბილისში, თუ მექნებოდა ასეთივე სამუშაო პირობები და ანაზღაურება, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიცი, ეს შეუძლებელია... 622 11-ს მოსწონს
|