x
image
K.P.
მარიამ საჯაია: "მიშა ერთია და ჩვენია"
imageიურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი უკვე პარლამენტის წევრი გახლდათ, გათხოვებაც მოასწრო და გამოთხოვებაც, უიღბლო ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, დიპლომი აიღო და ახლა სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა. დეპუტატის უფლებამოსილებას არ ასრულებს, ხელფასს იღებს. ირწმუნება, რომ გაცდენის მიზეზი "ოჯახური მდგომარეობაა". სწავლა ოჯახურ მდგომარეობად ითვლება? ცხადია არა...

image


მიუხედავად ყველაფრისა ახალგაზრდა პარლამენტარი მაინც აქტიურადაა ჩაბმული ქვეყანასა და მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში. საკუთარ მოსაზრებებს კი სოციალური ქსელების მეშვეობით გვიზიარებს. ამჟამად მისი ყურადღება უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მიიპყრო.


"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა განიხილონ საერთაშორისო ჭრილში და არა მისგან იზოლირებულად. რეალურად ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის არსებულ ძალათა ბალანსზე, მიმდინარე მოვლენებზე. ამავე ჭრილში უნდა დავსვათ კითხვები. მაგალითად: რა გავლენა ექნება უკრაინის მოვლენებს საქართველოზე? როგორ განვითარდებოდა უკრაინაში მოვლენები აშშ-ს საგარეო პოლიტიკა რომ უფრო ძლიერი იყოს? ან ამ შემთხვევაში შეძლებდა თუ არა რუსეთი უკრაინის ევროინტეგრაციის ამგვარ შეფერხებას?"-წერს მარიამ საჯაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ეს ყველაფერი როდია, ახალგაზრდა პარლამენტარი დასძენს: "კი სჭირდებათ უკრაინელებს ერთი "მიშა", მაგრამ მიშა ერთია და ჩვენია. თან "მიშად" უნდა დაიბადო, შექმნილი "მიშა" -doesn't work ".



შეგახსენებთ, რომ კიევის ცენტრში უამრავი მომიტინგეა შეკრებილი, რომლებიც ევროინტეგრაციას, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

image


image

0
147
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0