x
image
K.P.
თეა წულუკიანმა პოლიტიკის გამო პირად ცხოვრებაზე უარი თქვა?

imageსაქართველოს იუსტიციის მინისტრი პირად ცხოვრებას არ მალავს. ქალბატონმა თეამ თამამად განაცხადა, რომ შეყვარებულია. მას ძალიან უხარია, რომ სიყვარულის ძებნა მომავალში არ მოუწევს, როცა მინისტრი გახდები და მერე ვიღაცას გაიცნობ, შესაძლოა ყოველთვის ეჭვი შეგეპაროს ურთიერთობი სიჯანსაღეში. მე კი ეს ყველაფერი არ მემუქრებაო. თეას თქმით, მისი რჩეული სამართლიანია და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრი გვიამბობს: "ქართველია, არის ჩემსავით ფიცხი, პირდაპირი და მუდამ მკვახე რჩევებს მაძლევს, რაც მე ხშირად მაფხიზლებს. არასოდეს ცდილობს თავის ჭკუაზე გადამიყვანოს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან არავის ჭკუაზე სიარული არ შემიძლია. ის ყოველთვის კრიტიკულად ეკიდებოდა ჩემს პოლიტიკაში ყოფნას და თვლიდა, რომ ის მსხვერპლი, რომელსაც მე ვიღებდი, ქალისთვის მეტისმეტად დიდი იყო".imageგავრცელდა ჭორები, რომ ქალბატონმა თეამ პოლიტიკის გამო პირად ცხოვრებაზე უარი თქვა. მისი რჩეული საფრანგეთშია, თვითონ საქართველოში და ურთიერთობას დიდი მომავალი აღარ უწერიაო. მინისტრი ამ ჭორებსაც გამოეხმაურა: "ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი ჭორი გავიგე, მაგრამ სიმართლეს არც ერთი არ შეესაბამება, ეს ჭორები უბრალოდ სასაცილოა. ჩემი პირადი ცხოვრება "დაპაუზებულია", რადგან ჩემი საქმრო საფრანგეთში ცხოვრობს. ჩემმა პოლიტიკაში ჩართვამ მასში უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ამას ურთიერთობის დანგრევა არ გამოუწვევია".
image

საინტერესო კი ისაა, რამდენ ხანს შეძლებს ქალბატონი თეა იყოს მინისტრი და საქმროსაგან შორს იცხოვროს. როგორც თვითონ ამბობს, დაქორწინება პოლიტიკის გამო გადადო.

ვუსურვოთ მას წარმატებები...

0
839
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0