ინგა გრიგოლია ''რუსთავი 2"- ში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება; "თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად არავინ მოვა"
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა: "გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა".
მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან ცნობადი და უცნობი სახეები, მდიდრები და ღარიბები, მათ შორისაა ტელეწამყვანი და ჟურნალსტი ინგა გრიგოლია, რომლის გადაცემაც სულ ცოტა ხნის წინ დაიხურა. ''ვისაც გიხარიათ-ნუ გიხარიათ მედიაში მიმდინარე პროცესები...გავა დრო. ძალიან მცირე დრო და როცა თქვენ დაგჭირდებათ თქვენი სიმართლის გაჟღერება, რომელიც ამ წუთებში შეიძლება არ გჭირდებათ, ვერავის ვეღარ მიაწვდენთ ხმას, იმიტომ რომ თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად არავინ მოვა მიკროფონით ხელში, უბრალოდ სივრცე აღარ იქნება ამისთვის. სამწუხაროდ ალბათ ამ ჩემს დღევანდელ სტატუსს ორ-სამ წელიწადში გამახსენებს ფეისბუქი"-წერს გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე.
არიან ისეთებიც, ვისთვსაც ეს ტელეკომპანია მხოლოდ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება და მომხდარით ხარობენ. ამ ყველაფერს გრიგოლია შემდეგნაირად პასუხობს: "რა გიხარიათ? მეზარება ეხლა დავა... როცა ასე გიხარიათ, დავის აზრსაც ვერ ვხედავ....ჩემს სტატუსში წერია ჩემი არგუმენტი. ისეთებიც მინახავს, ვარდების რევოლუციის მერე დახურულ გადაცემებს რომ აპრავებდნენ და სიხარულის ყიჟინას სცემდნენ. მერე, რაღაც ორი-სამი წლის მერე ქუჩაში იდგნენ, ხელისუფლების წასვლის მოთხოვნით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, ნამეტანი ნუ გააპრავებთ და გაგიხარდებათ ის პროცესები, რაც მედიაში მიდის. და ვისაც გიხარიათ- თქო, მე კი ვზივარ მდინარის პირას უკვე და სხვებიც ჩამოსხდებიან".